მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შუალედური არჩევნების წინ რესპუბლიკელები აშშ-დან დიზელის ექსპორტის აკრძალვას ითხოვენ
შუალედური არჩევნების წინ რესპუბლიკელები აშშ-დან დიზელის ექსპორტის აკრძალვას ითხოვენ

შუალედური არჩევნების წინ რესპუბლიკელები აშშ-დან დიზელის ექსპორტის აკრძალვას ითხოვენ

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 23:56|bm.ge

შეერთებულ შტატებში რესპუბლიკური პარტიიდან კანონმდებლების მზარდი ნაწილი დიზელის ექსპორტის აკრძალვას ითხოვს, რადგან საწვავის ამ სახეობაზე ფასებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

22 სექტემბერს ამ ინიციატივით ალასკელი სენატორი დენ სალივანი გამოვიდა. ალასკა დიზელსა და მის მონათესავე გამათბობელ საწვავზე განსაკუთრებით არის დამოკიდებული. ბევრი შორეული დასახლება ელექტროენერგიისთვის დიზელის გენერატორებს იყენებს. მკაცრი კლიმატის, ტვირთების დიდ მანძილზე გადაზიდვისა და გათბობის საჭიროებიდან გამომდინარე, აქ ერთ სულ მოსახლეზე დიზელისა და საწვავი ზეთის მოხმარება ოთხჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.

აშშ-ში დიზელის საცალო ფასმა პირველად გადააჭარბა 6.50 დოლარს გალონზე, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა როგორც მოსავლის აღებისთვის მომზადებულ ფერმერებს, ისე გადამზიდავ მძღოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ფასების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი უჭერს მხარს დიზელის ექსპორტის აკრძალვას, რასაც თავად პრეზიტენდი, დონალდ ტრამპიც იზიარებს.

"მე ვთქვი, რომ დიზელი აღარ გავიტანოთ [ექსპორტზე]. ჩვენ უამრავ დიზელს ვაწარმოებთ... მე ჩემს გუნდს ამისკენ მოვუწოდე", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინ.

დიზელის გაძვირებამ ნავთობგადამმუშავებელ კომპანიებსა და მათ აქციებზე დადებითად იმოქმედა: "Valero Energy Corp."-ის, "Marathon Petroleum Corp."-ისა და "Phillips 66"-ის კვარტალური მოგება თითო აქციაზე წლიურად თითქმის ოთხჯერ გაიზარდა.

თუმცა ექსპორტის აკრძალვის იდეისადმი რესპუბლიკელთა მზარდი მხარდაჭერის გამო, საინვესტიციო ბანკმა "Jefferies"-მა სამშაბათს "Valero"-სა და "Marathon"-ის აქციების რეიტინგი "ყიდვიდან" "შენარჩუნებამდე" შეამცირა.

სენატის სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის, რომლებმაც ეს ინიციატივა გაიზიარეს, არიან ყოფილი კონგრესმენი მაიკ როჯერსი მიჩიგანში და კონგრესმენი ეშლი ჰინსონი აიოვაში. რამდენიმე დღით ადრე, ჰინსონის მეტოქე დემოკრატმა ჯოშ ტურეკმა ასევე მოითხოვა დიზელის ექსპორტის აკრძალვა ფასების დაწევის საკუთარი გეგმის ფარგლებში.

გასულ კვირას სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მზად არის ამ საკითხის განხილვისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელს, ზუსტად ერთ კვირაში, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ახალი არგუმენტები უნდა დაუპირისპიროს - პარტიების აკრძალვის საკითხზე სხდომები მომავალ ორშაბათს განახლდებარუსთავი 2
  • კობახიძე პარტიების აკრძალვაზე: ყველაფრისთვის ვართ მომზადებულიტვ პირველი
  • გახარია: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურიაფორმულა
  • პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვანეტგაზეთი
აკრძალვის →არჩევნების →

მსგავსი სტატიები

"თუ უვიზო შეგვიჩერდა, ევროკავშირზე კი არა, ხელისუფლებაზე უნდა გავბრაზდეთ"|ინტერვიუ

"თუ უვიზო შეგვიჩერდა, ევროკავშირზე კი არა, ხელისუფლებაზე უნდა გავბრაზდეთ"|ინტერვიუ

BM.GE

არაბული ავიაკომპანიები წელს $4.3 მილიარდის ზარალს ელოდებიან

არაბული ავიაკომპანიები წელს $4.3 მილიარდის ზარალს ელოდებიან

BM.GE

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოკლევადიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება"|ინტერვიუ

"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოკლევადიანი ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება"|ინტერვიუ

BM.GE

Meta ხელოვნური ინტელექტის დასაფინანსებლად $25 მილიარდამდე მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს

Meta ხელოვნური ინტელექტის დასაფინანსებლად $25 მილიარდამდე მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს

BM.GE