მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "შვებულებაშია ახლა და მერე წავა" - აბრამიშვილი ადასტურებს, რომ ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა
"შვებულებაშია ახლა და მერე წავა" - აბრამიშვილი ადასტურებს, რომ ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა

"შვებულებაშია ახლა და მერე წავა" - აბრამიშვილი ადასტურებს, რომ ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა

BM.GE3 აგვისტო, 2026, 16:59|bm.ge

„საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. სხვა დეტალებზე ის არ საუბრობს.

"შვებულებაშია ახლა და მერე წავა", - თქვა აბრამიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე უკავშირდება თუ არა სემეკის ანგარიშს მისი გადადგომა, აბრამიშვილი პასუხობს, რომ არ იცის: "არ ვიცი, არა მგონია. [მიზეზი] არ ვიცი და ჭორაობაში ნუ გადამიყვანთ".

BMG-ის ინფორმაციით, გადადგომის შესახებ განცხადება სსე-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა 31 აგვისტოს დაწერა და ამჟამად შვებულებაშია. ზარდიაშვილი ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში კი იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.

ვრცლად ამ თემაზე: BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს|სამინისტროს თქმით, ის შვებულებაშია

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თანამდებობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ევროპარლამენტარი ურსულა ფონ დერ ლაიენს: 7 წელი გავიდა, რაც თქვენ თანამდებობა დაიკავეთ, მაგრამ ევროპელები უფრო ღარიბები და ნაკლებად თავისუფლები არიანიმედი
  • უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენაფორმულა
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნანეტგაზეთი
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენარუსთავი 2
თანამდებობა →

მსგავსი სტატიები

ევროკომისიამ 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელების აკრძალვის ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა

ევროკომისიამ 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელების აკრძალვის ინიციატივა ოფიციალურად წარადგინა

BM.GE

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს

BM.GE

"უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ენერგეტიკის დარგს" - უნდა აღდგეს თუ არა ენერგეტიკის სამინისტრო?|ინტერვიუ

"უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ენერგეტიკის დარგს" - უნდა აღდგეს თუ არა ენერგეტიკის სამინისტრო?|ინტერვიუ

BM.GE