მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შვედურმა Neko Health-მა $700 მილიონის დაფინანსება მოიზიდა
შვედურმა Neko Health-მა $700 მილიონის დაფინანსება მოიზიდა

შვედურმა Neko Health-მა $700 მილიონის დაფინანსება მოიზიდა

BM.GE21 ივლისი, 2026, 12:24|bm.ge

მორიგ საინვესტიციო რაუნდში Spotify-ს აღმასრულებელი დირექტორის, დანიელ ეკის შვედურმა სტარტაპმა Neko Health-მა $700 მილიონი მოიზიდა. არსებული ინფორმაციით, ინვესტიციების მოზიდვის რიგით მე-3 რაუნდს ვენჩურულმა ფონდებმა, Lightspeed-მა და O.G. Venture Partners-მა უხელმძღვანელეს.

რაც შეეხებათ ინვესტორებს, Neko-ში ფული საინვესტიციო ფონდებმა, Atomico-მ და General Catalyst-მა, ასევე Facebook-ის თანადამფუძნებელმა მარკ ზაკერბერგმა, ყოფილმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ და მუსიკოსმა Will.I.AM-მა ჩადეს.

რაც შეეხება თავად სტარტაპის საქმიანობას, Neko Health-ი პაციენტებს არაინვაზიური ტექნოლოგიით სხეულის სრულ სკანირებას სთავაზობს. Prenuvo-ს და სხვა მეტოქეებისგან განსხვავებით, კომპანია მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას არ იყენებს. 60-წუთიანი პროცედურის დროს სენსორები მილიონობით მონაცემს აგროვებენ. სისტემა კანის მდგომარეობას, დიაბეტის შესაძლო ნიშნებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკფაქტორებს ადგენს. Neko-მ ცოტა ხნის წინ წარადგინა ახალი სერვისიც, რაც სხეულის კომპოზიციის ანალიზს გულისხმობს. ამ მომსახურების ერთჯერადად მიღების ღირებულება $300-დან $400-მდეა.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი სერვისზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა. დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის კლინიკებში კომპანიამ უკვე 100,000-ზე მეტი სკანირება ჩაატარა, მომლოდინეთა სიაში კი 350,000 ადამიანი ფიქსირდება. Lightspeed-ის წარმომადგენლის, ბეჯულ სომაიას განცხადებით, Neko Health-მა ინოვაციური მიდგომებით მომხმარებელთა ნდობა მოიპოვა და გლობალური მასშტაბირების პოტენციალი შექმნა.

შეგახსენებთ, რომ Neko Health-ი შვედეთში 2023 წელს დაარსდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

BM.GE

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE