მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შვეიცარიულმა კომპანიებმა აშშ-ში $27 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს
შვეიცარიულმა კომპანიებმა აშშ-ში $27 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს

შვეიცარიულმა კომპანიებმა აშშ-ში $27 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს

BM.GE10 ივნისი, 2026, 00:35|bm.ge

შვეიცარიულმა კომპანიებმა მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში აშშ-ში $27 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს. როგორც ირკვევა, ეს ნაბიჯი უკავშირდება ვაშინგტონთან გაფორმებულ შეთანხმებას, რის საფუძველზეც შვეიცარიულმა მხარემ ქვეყანაში ფინანსური აქტივობის გაზრდის პირობა დადო.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მსხვილ ინვესტორთა შორის ვხედავთ ფარმაცევტულ გიგანტ Novartis-ს, რომელმაც აშშ-ში ორი პროექტის განხორციელება დააანონსა. მისი ეს გეგმები სან-დიეგოში ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრის, ტეხასში კი სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს. კაპიტალს აბანდებს კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია Roche, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში წარმოებას გააფართოებს. ამავე შტატში ახალ ქარხანას სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი Ypsomed-იც ააშენებს. პარალელურად, სატრანსპორტო ჯგუფმა MSC-მა მაიამიში ჩრდილოეთ ამერიკის ახალი სათაო ოფისი დააფუძნა და ის საკრუიზო და ლოგისტიკურ ოპერაციებს მოემსახურება. ამერიკულ ბაზარზე საწარმოო სიმძლავრეებს ჩარხების მწარმოებელი Pfiffner Group-ი და ელექტრონიკის ფირმა Elma-ც გააფართოებენ.

რაც შეეხება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შვეიცარია-ამერიკის სავაჭრო პალატის გენერალურმა დირექტორმა რაჰულ საჰგალმა აღნიშნა, რომ შვეიცარია „სამაგალითო სტუდენტია“ და საკუთარ დაპირებებს ბოლომდე შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 14 ნოემბერს გაფორმებული წინასწარი შეთანხმებით, შვეიცარიულმა მხარემ მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ-ში $200 მილიარდის ინვესტირების ვალდებულება აიღო. სანაცვლოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შვეიცარიულ საქონელზე აგვისტოს დასაწყისში დაწესებული საჯარიმო ტარიფები 39 პროცენტიდან 15 პროცენტამდე შეამცირა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი დარტყმები“ დაიწყო - sky news

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი დარტყმები“ დაიწყო - sky news

BM.GE

Strategy-მ დამატებით $101 მილიონის ბიტკოინი შეიძინა

Strategy-მ დამატებით $101 მილიონის ბიტკოინი შეიძინა

BM.GE

Orange-მა ესპანური კომპანია MasOrange-ი €4.25 მილიარდად სრულად შეიძინა

Orange-მა ესპანური კომპანია MasOrange-ი €4.25 მილიარდად სრულად შეიძინა

BM.GE

GSK ამერიკულ Nuvalent-ს $10.6 მილიარდად შეისყიდის

GSK ამერიკულ Nuvalent-ს $10.6 მილიარდად შეისყიდის

BM.GE