მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შვიდმა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია
შვიდმა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

შვიდმა რუსულმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 21:40|bm.ge

გასულ ღამეს უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული იერიშის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე შვიდმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Shahed-ის ტიპის ერთი დრონი დედაქალაქ კიშინიოვის თავზეც შენიშნეს.

უწყების ინფორმაციით, ხუთი დრონი სოფლების კელტუიტორის, პოჰორნიჩენის, პოჰრებენის, კუჰურეშტი-დე-ჟოსისა და ბაქსანის მახლობლად ჩამოვარდა. მეექვსეს სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება ოკნიცის რაიონიდან შევიდა. რაც შეეხება მეშვიდე აპარატს, ის ქალაქ ლეოვას საზღვრის კვეთის შემდეგ გაუჩინარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა დაგმო. მან აღნიშნა, რომ მოლდოვის მოქალაქეები შეშფოთებულნი არიან და რომ მომხდარი მოსკოვის მხრიდან ნეიტრალიტეტის, სუვერენიტეტისა და ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფის მძიმე მაგალითია.

"მოლდოვას მშვიდობა სურს და მშვიდობისთვის მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ არ შეგვიძლია, თავი დავიცვათ დრონებისგან, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება", - განაცხადა სანდუმ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრის შემთხვევები გახშირდა. 12 ნოემბერს მოლდოვის პოლიციამ ოდესის ოლქის მოსაზღვრე ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აღმოაჩინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ... ფილიალების გახსნა სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ - "კავკასიის უნივერსიტეტი"

უცხოეთში გასვლა გადავწყვიტეთ... ფილიალების გახსნა სხვა უნივერსიტეტებსაც უნდათ - "კავკასიის უნივერსიტეტი"

BM.GE

მეტი შესაძლებლობა ავტომობილის შესაძენად: "ევროკრედიტის" ციფრული ავტოსესხის ლიმიტი გაორმაგდა

მეტი შესაძლებლობა ავტომობილის შესაძენად: "ევროკრედიტის" ციფრული ავტოსესხის ლიმიტი გაორმაგდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Platform გაიხსნა

BM.GE

ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით €45 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით €45 მილიარდის გამოყოფას გეგმავს

BM.GE