მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სი ძინპინი შემოდგომაზე ამერიკას ეწვევა - ჩინეთის საგარეო მინისტრი
სი ძინპინი შემოდგომაზე ამერიკას ეწვევა - ჩინეთის საგარეო მინისტრი

სი ძინპინი შემოდგომაზე ამერიკას ეწვევა - ჩინეთის საგარეო მინისტრი

BM.GE16 მაისი, 2026, 15:33|bm.ge

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე აშშ-ს ეწვევა. ჩინური მხარის განმარტებით, ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით შედგება.

პრეზიდენტი სი ბოლოს 2015 წლის სექტემბერში იმყოფებოდა თეთრ სახლში და მაშინ ის ბარაკ ობამას შეხვდა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ტრამპის ჩინეთში ვიზიტიც შეაფასა.

„ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ორმა ლიდერმა სიღრმისეული კომუნიკაცია გამართა და არსებით შედეგებს მიაღწია“, - განუცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ სახელმწიფო მედიას. მინისტრმა გამართულ აუდიენციას ისტორიული შეხვედრა უწოდა და განსაკუთრებით გამოყო მიღწეული პროგრესი სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სავაჭრო მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა მიაღწიეს „საერთო ჯამში დაბალანსებულ და პოზიტიურ შედეგებს, რაც მათ შორის წინა კონსულტაციების დროს მიღწეული ყველა კონსენსუსის იმპლემენტაციის გაგრძელებას გულისხმობს“.

ვან ის განმარტებით, ჩინეთმა და აშშ-მა განიხილეს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარზე ხელმისაწვდომობის საკითხები“ და მხარი დაუჭირეს ვაჭრობის გაფართოებას ტარიფების ორმხრივი შემცირების ჩარჩოს ფარგლებში. გარდა ამისა, ქვეყნები შეთანხმდნენ სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოების შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში მიმდინარე კვირაში 13-15 მაისს იმყოფებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 180 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →საგარეო →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE