მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სიღარიბის შემცირება ხშირად მიღწეულია არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების შრომით საზღვარგარეთ - სანდრო ურუშაძე
სიღარიბის შემცირება ხშირად მიღწეულია არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების შრომით საზღვარგარეთ - სანდრო ურუშაძე

სიღარიბის შემცირება ხშირად მიღწეულია არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების შრომით საზღვარგარეთ - სანდრო ურუშაძე

BM.GE26 მაისი, 2026, 23:39|bm.ge

"მიუხედავად იმისა, რომ ციფრებში სიღარიბე მცირდება, ეს ხშირად მიღწეულია არა ქვეყნის შიგნით ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების იძულებითი შრომით საზღვარგარეთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა და ყოფილმა მინისტრმა, სანდრო ურუშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

იგი ასევე ხსნის, აბსოლუტურ და ფარდობით სიღარიბეს.

"სიღარიბის შემცირებაზე... ხშირად გვესმის სტატისტიკური ციფრები სიღარიბის შემცირებაზე, მოდით, ავხსნათ, როგორ იზომება სიღარიბე და რა შეიცვალა ბოლო 10 წლის განმავლობაში. საქსტატის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ფარდობითი სიღარიბის სტანდარტული (60%-იანი) ზღვარი ერთ ადამიანზე შეადგენს 362 ლარს, ხოლო უკიდურესი სიღარიბის (40%-იანი) ზღვარი — 241.2 ლარს თვეში.

ოჯახურ ჭრილში (საშუალო შინამეურნეობაზე) ეს ზღვარი 60%-იანი ნიშნულისთვის 1 161 ლარია, ხოლო 40%-იანი ნიშნულისთვის — 774 ლარი. აბსოლუტური სიღარიბე ნიშნავს, რომ მოსახლეობის ამ ნაწილის შემოსავალი არ არის საკმარისი ბიოლოგიური გადარჩენისთვის აუცილებელი მინიმალური საჭიროებების — საკვების, სასმელი წყლის, თავშესაფრისა და პირველადი ჯანდაცვის — დასაკმაყოფილებლად. ეს არის ფიქსირებული ფულადი ზღვარი, რომელიც საერთაშორისო დონეზე დღეში 2.15 აშშ დოლარით განისაზღვრება, ხოლო ეროვნულ დონეზე საარსებო მინიმუმით.

2015 წელს — მოსახლეობის 21.6% ცხოვრობდა აბსოლუტურ სიღარიბეში. დღეს — ეს მაჩვენებელი საქსტატის მიხედვით, 7.1%-მდეა შემცირებული. რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბეს. ეს მაჩვენებელი არ ზომავს შიმშილს ან ფიზიკურ გადარჩენას (ამას აბსოლუტური სიღარიბე ზომავს).

ფარდობითი სიღარიბის ზღვარი აჩვენებს სოციალურ უთანასწორობას: რამდენად დიდია ნაპრალი ქვეყნის საშუალო ფენასა და ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებს შორის; აფასებს ცხოვრების სტანდარტს: მოსახლეობის რა ნაწილს არ აქვს წვდომა იმ მინიმალურ მატერიალურ სიკეთეებზე (განათლება, დასვენება, ტექნიკა), რაც მოცემულ საზოგადოებაში ნორმად ითვლება და, ასევე, ეკონომიკური ზრდის გადანაწილებას: თუ ქვეყანა მდიდრდება, მაგრამ ფარდობითი სიღარიბე არ იკლებს, ეს ნიშნავს, რომ მიღებული დოვლათი მოსახლეობაზე თანაბრად არ ნაწილდება.

ფარდობითი სიღარიბე ბოლო ათ წელიწადში 3%-ით (2015 წლის 20.2%-დან 2025 წლის 17.3%-მდე) შემცირდა.

საქართველოს სინამდვილეში სტატისტიკური სიღარიბის კლებაში უდიდესი წვლილი ორ ფინანსურ ნაკადს აქვს:

1. საბიუჯეტო სოციალური დახმარებები (სახელმწიფო): მთლიანი სახელმწიფო სოციალური დაცვის ბიუჯეტი (პენსიები და მიზნობრივი სოციალური შემწეობები ერთად) დაახლოებით 6.9 მილიარდ ლარს შეადგენს [2026 წლის ბიუჯეტით]. აქედან ლომის წილი (5 მლრდ ლარზე მეტი) ასაკით პენსიაზე მიდის..

2. უცხოეთიდან მიღებული ტრანსფერები (კერძო დახმარება). ეროვნული ბანკის მოინაცემებით, წლიურად ემიგრანტები საქართველოში დაახლოებით 10 მილიარდ ლარს (~3.5-3.7 მლრდ $) გზავნიან. ეს ფული მიდის პირდაპირ ოჯახებში — საჭმლისთვის, წამლისთვის, ვალებისა და განათლებისთვის. თვალში საცემია, რომ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი თანხა თითქმის 3 მილიარდი ლარით აღემატება მთელ სახელმწიფო სოციალურ ბიუჯეტს.

ქართული ემიგრაცია, ფაქტობრივად, მუშაობს როგორც ქვეყნის „ალტერნატიული სოციალური ბიუჯეტი“. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებში სიღარიბე მცირდება, ეს ხშირად მიღწეულია არა ქვეყნის შიგნით ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების იძულებითი შრომით საზღვარგარეთ.

ქართული დიასპორის დღე საქართველოში ყოველწლიურად 27 მაისს აღინიშნება. ეს თარიღი სიმბოლურად უკავშირდება ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ხაზს უსვამს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეების ერთიანობასა და მათ წვლილს სამშობლოს განვითარებაში", - წერს სანდრო ურუშაძე.

2025 წელს საქართველოში სიღარიბის ფარდობით ზღვარს მიღმა მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა - საქსტატის თანახმად, ფარდობითი სიღარიბე მოსახლეობის 17.3%-ს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელია ის, რითაც იზომება მოსახლეობის ცხოვრების დონე და არა ფარდობითი - კობახიძე

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: არამედ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • პაპუაშვილი: არათუ რუსეთი ერეოდა ჩვენს არჩევნებში, არამედ აღმოჩნდა, რომ ევროპული ქვეყნები ჩაერივნენ ჩვენს არჩევნებშიტვ პირველი
  • ბოლო დროს წითელი ხაზები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ირღვევა და დიპლომატები ზღვარს ხშირად გადადიან - ნიკოლოზ სამხარაძერუსთავი 2
  • საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა — ბურჭულაძენეტგაზეთი
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
არამედ →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE