
სილქ დეველოპმენტი წინანდლის ფესტივალის გენერალური სპონსორია
წინანდლის მამული სექტემბერში უკვე მერვედ უმასპინძლებს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს. ათი დღის განმავლობაში, 3-13 სექტემბერს ფესტივალის 300-მდე მონაწილე, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები და ახალგაზრდა შემსრულებლები ისტორიულ მამულში ერთ სცენაზე გაერთიანდებიან და კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შესთავაზებენ. ამ მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების გენერალური სპონსორი სილქ დეველოპმენტია.
სილქ დეველოპმენტისთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი კულტურული ღირებულების განვითარებას უწყობს ხელს. წინანდალი სწორედ ის ადგილია, სადაც თანამედროვე ხელოვნება, არქიტექტურა და დიზაინი ჰარმონიულად ერწყმის მდიდარ წარსულს. გარდა იმისა, რომ ფესტივალი მსოფლიო კლასიკური მუსიკის აღიარებულ ვარსკვლავებს წინანდალში იზიდავს და ამ დღეებში საქართველოს კულტურულ ეპიცენტრად აქცევს, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო ინიციატივაცაა, რომელიც საქართველოსა და რეგიონის ახალგაზრდა მუსიკოსებს პროფესიულ განვითარებაში, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი კავშირების დამყარებაში ეხმარება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ასეთი პროექტის მხარდამჭერი. ეს პროექტი, აძლიერებს საქართველოს საერთაშორისო კავშირებს და ხელს უწყობს კულტურის განვითარებას. წინანდლის ფესტივალი საქართველოსა და მთელი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული მოვლენაა, რომელიც ყველაფერთან ერთად, გამორჩეულია საგანმანათლებლო თვალსაზრისითაც. საამაყოა, რომ ეს ყველაფერი მდიდარი ისტორიის მქონე წინანდლის მამულში ხდება, რომლის აღდგენასა და განვითარებაზე ჩვენი ჯგუფი 2007 წლიდან ზრუნავს.“ - მამუკა შურღაია, სილქ დეველოპმენტის გენერალური დირექტორი.
სილქ დეველოპმენტის შესახებ:
სილქ დეველოპმენტი -სილქ როუდ ჯგუფის წევრი უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც საქართველოში ქმნის მაღალი ხარისხის საცხოვრებელ, სასტუმრო და მრავალფუნქციურ პროექტებს. კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს ისეთ გამორჩეულ პროექტებს, როგორიცაა სასტუმრო ტელეგრაფი, რადისონ ბლუს სასტუმროები თბილისსა და ბათუმში, წინანდლის მამულის სასტუმრო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. სილქ თაუერსი ბათუმში კომპანიის ერთ-ერთი მიმდინარე წამყვანი პროექტია, რომელიც ზუსტად ასახავს სილქ დეველოპმენტის უცვლელ ერთგულებას გააზრებული, ბუნებასთან ჰარმონიაში შექმნილი, ადამიანის საჭიროებებზე მორგებული დიზაინის მიმართ.