მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სინგაპურული Changi Airports ვაზიანის აეროპორტის ოპერატორის შესარჩევ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას|დეტალები
სინგაპურული Changi Airports ვაზიანის აეროპორტის ოპერატორის შესარჩევ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას|დეტალები

სინგაპურული Changi Airports ვაზიანის აეროპორტის ოპერატორის შესარჩევ ტენდერში მიიღებს მონაწილეობას|დეტალები

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 21:31|bm.ge

Changi Airports International-ი ვაზიანის ახალი აეროპორტის პროექტით არის დაინტერესებული. კომპანიის დირექტორმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

როგორც პრესრელიზებიდან ირკვევა, სინგაპურული კომპანია მონაწილეობას მიიღებს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს.

კერძოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურული Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს და BluFive Capital-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ჰაზემ ბენ-გასემს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საავიაციო სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების სწრაფ ზრდას, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლასა და ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტს, რასთან დაკავშირებითაც Changi Airports International-მა თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა. პროექტის მიხედვით, აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 20 მლნ-მდე მგზავრი იქნება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გლობალურ საინვესტიციო და საავიაციო კომპანიებთან პარტნიორობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, გასულ წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 7.8 მილიონი, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა - 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. დღეს საქართველოში 80-მდე ავიაკომპანია 140-ზე მეტი საერთაშორისო მიმართულებით ასრულებს რეისებს.მხარეებმა საავიაციო სექტორში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და პარტნიორობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს ასევე ეკონომიკის სამინისტროშიც ჰქონდა შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილთან.

"როგორც საუბრისას აღინიშნა, კომპანია მონაწილეობას მიიღებს იმ საერთაშორისო ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორის შერჩევისთვის გამოაცხადებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმისა და საავიაციო სექტორებში ბოლო წლებში დაფიქსირებულ ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ სწორედ აღნიშნული ტენდენცია განაპირობებს კომპანიის მხრიდან ვაზიანის აეროპორტის განვითარების მიმართ ინტერესს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და Changi Airports International-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა.

ცნობისთვის, Changi Airports International სინგაპურის აეროპორტების ოპერატორია. კომპანიის დირექტორს ირაკლი კობახიძე ივლისში, სინგაპურში სამუშაო ვიზიტის ფარგლებშიც შეხვდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილე

საქართველოდან ექსპორტზე გასატანი 1 000 ტონაზე მეტი ატამი და ვაშლატამა დარჩა - მინისტრის მოადგილე

BM.GE

Changi Airports International-ს ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება სურს - მარიამ ქვრივიშვილი

Changi Airports International-ს ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება სურს - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

BM.GE

TP საქართველომ  ქართულ-გერმანული ცენტრთან ერთად ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა

TP საქართველომ  ქართულ-გერმანული ცენტრთან ერთად ქუთაისში საქველმოქმედო ღონისძიებას უმასპინძლა

BM.GE