მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ, რომლებიც ევროპის ქვეყნების ყალბ პირადობის, ბინადრობის და მართვის მოწმობებს ამზადებდნენ
სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ, რომლებიც ევროპის ქვეყნების ყალბ პირადობის, ბინადრობის და მართვის მოწმობებს ამზადებდნენ

სისხლისსამართლებრივი დევნა 9 პირის მიმართ, რომლებიც ევროპის ქვეყნების ყალბ პირადობის, ბინადრობის და მართვის მოწმობებს ამზადებდნენ

BM.GE15 ივლისი, 2026, 16:34|bm.ge

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის, დააკავა ერთი პირი, ხოლო ერთი პირის მიმართ, რომელსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, ძებნა გამოცხადდა.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, 2021-2024 წლების პერიოდში, ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ ახორციელებდნენ სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოთა ყალბი ბინადრობის, პირადობის, ჩაწერის და მართვის მოწმობების დამზადებასა და გასაღებას. ისინი სპეციალური პროგრამის და საბეჭდი მოწყობილობების გამოყენებით ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტაციას, რაც შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ეგზავნებოდა შემკვეთ პირებს. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დამზადებული და გასაღებული იქნა სხვადასხვა კატეგორიის ყალბი დოკუმენტაცია, ხოლო დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავალი მობილიზდა მათ საბანკო ანგარიშებზე.

"დანაშაულებრივი ქმედების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და მათი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა უკანონო შემოსავლის სახით მიღებული თანხები ხელოვნურად დაანაწევრეს და გადარიცხეს ერთმანეთის საბანკო ანგარიშებს შორის, ნაწილი თანხით განახორციელეს კონვერტირება სხვადასხვა ვალუტაში, ნაწილი კი გამოიყენეს ტოტალიზატორების ბალანსის შესავსებად. აღნიშნულით დამალეს და შენიღბეს თანხების ნამდვილი ბუნება და წარმოშობის წყარო.

ბრალდებულებს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეეფარდა პატიმრობა, ხოლო შვიდ ბრალდებულს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არსებითად შეუწყვეს ხელი დანაშაულის გახსნას, გირაო შეეფარდათ.

დანაშაულებრივი სქემის სხვა მონაწილეთა დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის მფლობელ პირებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინონ ყალბი ოფიციალური დოკუმენტაცია და ასეთ შემთხვევაში მათ მიმართ გავრცელდება კანონით გათვალისწინებული შეღავათები", - იტყობინება პროკურატურა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუხიშვილების ღია სცენა „თაკარა“ ახალი პროგრამით - „რეკონსტრუქცია“ ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO

სუხიშვილების ღია სცენა „თაკარა“ ახალი პროგრამით - „რეკონსტრუქცია“ ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO

BM.GE

ძლიერი სავალუტო შემოდინებები ლარის კურსსა და რეზერვებზე დადებითად აისახება - TBC Capital

ძლიერი სავალუტო შემოდინებები ლარის კურსსა და რეზერვებზე დადებითად აისახება - TBC Capital

BM.GE

ოჯახის წევრების საჩუქრების დაჯამება და რიცხვებად წარმოდგენა მანიპულაციაა - შალვა პაპუაშვილი TI-ს კვლევაზე

ოჯახის წევრების საჩუქრების დაჯამება და რიცხვებად წარმოდგენა მანიპულაციაა - შალვა პაპუაშვილი TI-ს კვლევაზე

BM.GE

გაყიდვებს ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ|BAG ინდექსი

გაყიდვებს ყველაზე ნაკლებად პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ|BAG ინდექსი

BM.GE