მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SoftBank-ის აქციები 20%-ით გაიზარდა – მიზეზი NVIDIA-ს შედეგებია
SoftBank-ის აქციები 20%-ით გაიზარდა – მიზეზი NVIDIA-ს შედეგებია

SoftBank-ის აქციები 20%-ით გაიზარდა – მიზეზი NVIDIA-ს შედეგებია

BM.GE22 მაისი, 2026, 04:30|bm.ge

Nvidia-ს რეკორდულმა კვარტალურმა ფინანსურმა შედეგებმა ხელოვნური ინტელექტის სექტორის მიმართ ინვესტორთა ნდობა აღადგინა, რამაც იაპონური ჰოლდინგის, SoftBank Group-ის აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

სავაჭრო სესიის განმავლობაში ბრენდის კაპიტალიზაცია $35 მილიარდზე მეტით გაიზარდა, რაც თითქმის 20%-იან მატებას წარმოადგენს.

SoftBank-ის წარმატება პირდაპირ არის დაკავშირებული AI ბუმთან, რადგან ის ფლობს მიკროსქემების მწარმოებელ Arm Holdings-ს, რომლის არქიტექტურასაც Nvidia საკუთარ სერვერებსა და მონაცემთა ცენტრებში იყენებს. გარდა ამისა, იაპონურ კონგლომერატს OpenAI-ში $30 მილიარდზე მეტი აქვს ინვესტირებული.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თავად ტექნოლოგიურმა გიგანტმა Nvidia-მ მორიგი სარეკორდო კვარტალი დაახურა. კომპანიის შემოსავალი 85%-ით გაიზარდა და $81.62 მილიარდი შეადგინა. ფინანსური წარმატების ფონზე, მენეჯმენტმა $80 მილიარდის მოცულობის აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსა და დივიდენდები გაზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა

BM.GE

აშშ-ის ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს

აშშ-ის ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს

BM.GE

აშშ-ის მარეგულირებელმა Amazon-ის მიერ Globalstar-ის $11.5-მილიარდიანი შესყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის მარეგულირებელმა Amazon-ის მიერ Globalstar-ის $11.5-მილიარდიანი შესყიდვა დაამტკიცა

BM.GE

„10 000 ღამისთევა $2 მილიონის დამატებითი შემოსავალია“ - ალავერდაშვილი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათებს აფასებს

„10 000 ღამისთევა $2 მილიონის დამატებითი შემოსავალია“ - ალავერდაშვილი კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათებს აფასებს

BM.GE