მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოხუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი სამჯერ გაიზარდა - TASS
სოხუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი სამჯერ გაიზარდა - TASS

სოხუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი სამჯერ გაიზარდა - TASS

BM.GE28 ივლისი, 2026, 18:28|bm.ge

რუსეთის სამთავრობო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა ანდრეი ნიკიტინმა აეროპორტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

„სოხუმის აეროპორტში მგზავრთნაკადის სამმაგ ზრდას ვხედავთ და სასიამოვნოა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობის იდეა აეროპორტის აღდგენის აუცილებლობის შესახებ სრულად გამართლდა. რა თქმა უნდა, დღეს მის შემდგომ განვითარებაზეც ვისაუბრებთ. ინვესტორს შესაბამისი გეგმები აქვს, ჩვენ კი ჩვენი მხრივ, ამას ყველანაირად დავუჭერთ მხარს“, - განაცხადა ნიკიტინმა.

მისივე თქმით, მგზავრთნაკადის ასეთი ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის იმ ქალაქების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთს დაუკავშირდება კიდევ გაიზრდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტმა 32-წლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირება 2025 წლის მაისიდან განაახლა. სატესტო ფრენა რუსულმა სანქცირებულმა UVT Aero-მ შესრულდა, 1 მაისს კი მოსკოვიდან პირველი სამოქალაქო რეისიც შესრულდა. სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. 1992–1993 წლების ომის შემდეგ, იქ ფრენები აღარ განხორციელებულა. აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის რეკონსტრუქცია რუსულმა კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარებამ“ განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის შვილია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

BM.GE

ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

BM.GE