მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთი რუსული შეზღუდვებით დაზარალებულ ფერმერებს ზარალს აუნაზღაურებს
სომხეთი რუსული შეზღუდვებით დაზარალებულ ფერმერებს ზარალს აუნაზღაურებს

სომხეთი რუსული შეზღუდვებით დაზარალებულ ფერმერებს ზარალს აუნაზღაურებს

BM.GE2 ივნისი, 2026, 18:10|bm.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსული შეზღუდვების ფონზე საექსპორტო დაბრკოლებების წინაშე მდგარ ფერმერებს სუბსიდირებას დაჰპირდა. გეღარქუნიკის რეგიონში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კრემლის გადაწყვეტილება შეეხება, სახელმწიფო ზარალს აუნაზღაურებს.

საქმე ის არის, რომ 2026 წლის 30 მაისს რუსეთის მთავრობამ სომხეთიდან პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა. უწყებამ ეს გადაწყვეტილება პროდუქციის მიწოდებისას ფიტოსანიტარიული დარღვევების გახშირებული შემთხვევებით განმარტა.

„დღეს ჩვენ სტრატეგიული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვწყვეტთ ჩვენი სახელმწიფოს, რესპუბლიკის ბედს და ახალი სახელმწიფოს შექმნის პროცესში ვართ. ამიტომაც მინდა გითხრათ, რომ თუ წიწაკა გაგიფუჭდებათ, ამ წიწაკის საფასურს მე გადავიხდი, მთავრობა გადაიხდის, მაგრამ იცოდეთ, რომ როცა ეს ყველაფერი დასრულდება, სომხეთში წიწაკის წარმოების ხარისხიც გაუმჯობესდება და ექსპორტიც გაიზრდება“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ფერმერებთან შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა იმაზე, რომ სომხური საქონელი ხარისხის სტანდარტებს ზოგჯერ ვერ აკმაყოფილებს, თუმცა აღნიშნა, რომ პრობლემების წინაშე მდგარ საწარმოებს სახელმწიფო მხარდაჭერას აღმოუჩენს და ხარისხის ამაღლებაში დაეხმარება. რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არსებულ გამოწვევებს ის უშუალოდ არჩევნების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება და მათ მოგვარებას შეეცდება.

ნიკოლ ფაშინიანის განმარტებით, ქვეყნიდან საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა დიდი არ არის და რუსული შეზღუდვებით გამოწვეული მოცემულობა ქვეყანას მძიმე ტვირთად არ დააწვევა. მთავრობის მეთაურმა ფერმერები დაარწმუნა, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე რეალიზაციისთვის ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, თუმცა კონკრეტიკისაგან მან თავი შეიკავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაფორმულა
  • დონალდ ტუსკი: ყველაფერი მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდაიმედი
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • ევროკავშირმა “თელასის” საბოლოო მფლობელი რუსული კომპანია დაასანქცირანეტგაზეთი
რუსული →

მსგავსი სტატიები

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

ეგვიპტის პორტში დრონის თავდასხმის შედეგად ორი გემი დააზიანეს

BM.GE

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზე

BM.GE

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

ივნისში საფინანსო დანაშაულებზე დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო - რა სახის დარღვევები დაფიქსირდა?

BM.GE

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდა

BM.GE