მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთის ახალარჩეული პარლამენტი შეიკრიბა - პრეზიდენტმა პრემიერად კვლავ ფაშინიანი დანიშნა
სომხეთის ახალარჩეული პარლამენტი შეიკრიბა - პრეზიდენტმა პრემიერად კვლავ ფაშინიანი დანიშნა

სომხეთის ახალარჩეული პარლამენტი შეიკრიბა - პრეზიდენტმა პრემიერად კვლავ ფაშინიანი დანიშნა

BM.GE2 აგვისტო, 2026, 20:32|bm.ge

სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 2 აგვისტოს გამოქვეყნდა.

„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ნიკოლ ფაშინიანი დაინიშნოს სომხეთის პრემიერ-მინისტრად“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ახლად არჩეული, მეცხრე მოწვევის ეროვნული კრების პირველი სხდომის გახსნა. კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად, ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე ფაშიანიანმა პრეზიდენტს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რის შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობამ მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა წარადგინა. ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებისთვის კანონმდებლობით 15-დღიანი ვადაა განსაზღვრული.

7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ ხმების 49.7% მიიღო. ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის ბლოკმა „ძლიერმა სომხეთმა“ - 23.27%, ხოლო ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთმა“ - 9.9%.

ახალ 105-წევრიან პარლამენტში მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:

• „სამოქალაქო შეთანხმება“ — 64 მანდატი (საპარლამენტო უმრავლესობა); • ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ — 29 მანდატი; • ბლოკი „სომხეთი“ — 12 მანდატი.

ამრიგად, ფაშინიანის პარტიამ მოიპოვა შესაძლებლობა, მთავრობა დამოუკიდებლად, კოალიციის გარეშე ჩამოაყალიბოს.

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ 7 ივნისის არჩევნების შედეგები არ აღიარა და ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში, კანდიდატებზე ზეწოლასა და ხმების დათვლისას დარღვევებში დაადანაშაულა. ოპოზიციამ შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრა, თუმცა სასამართლომ შვიდი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა და არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა.

2 აგვისტოს გამართულ პირველ სხდომაზე, ეროვნული კრების სპიკერობის კანდიდატმა რუბენ რუბინიანმა ოპოზიციას შესთავაზა, პარლამენტი ცივილიზებული დიალოგისა და კონსენსუსის პლატფორმად აქციონ. მან იქვე გააფრთხილა ოპოზიცია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, „სამოქალაქო შეთანხმების“ ფრაქცია მზად არის პოლიტიკური ოპონირებისთვის „ყველაზე მკაცრი ფორმებით“.

ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2018 წლის მაისიდან უკავია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 157 სტატია.

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი წარუდგინაიმედი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
  • ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნებატვ პირველი
  • ნორვეგიის პრემიერის თქმით ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი ცოტათი აცდაფორმულა
პრემიერ →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

10 წელია მარანი მაქვს და ოპერირება ბიუროკრატიულად სულ უფრო რთული ხდება - "ოდა"

10 წელია მარანი მაქვს და ოპერირება ბიუროკრატიულად სულ უფრო რთული ხდება - "ოდა"

BM.GE

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში 2 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში 2 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

BM.GE

ByteDance-მა მედიკამენტების AI სტარტაპისთვის $290 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

ByteDance-მა მედიკამენტების AI სტარტაპისთვის $290 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE