
სომხეთმა ევროპასა და სხვა ქვეყნებში ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტიის ექსპორტი დაიწყო
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა ევროპასა და სხვა ქვეყნებში ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტიის ექსპორტი დაიწყო. შესაბამის თარგმანს "პუბლიკა" ავრცელებს.
როგორც სომხური გამოცემა Civilnet წერს, ამის შესახებ ფაშინიანმა გეღარქუნიქის პროვინციაში წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველმა ტვირთებმა უკვე დატოვეს ქვეყანა და აღნიშნა, რომ ექსპორტი მომავალშიც გაგრძელდება.„ტვირთები დანიშნულების ადგილას ჩავა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიტყვი, თუ რომელ ქვეყნებში გაიგზავნა ისინი. არც ერთი პროდუქტი არ დარჩება გასაყიდი“, - განაცხადა მან.ბოლო დღეებია, რუსეთის ხელისუფლებამ სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდების დაწესება დაიწყო. დღეიდან რუსეთმა აკრძალა სომხური თევზის პროდუქტების იმპორტის უდიდესი ნაწილი და ექსპორტის გაგრძელების უფლება მხოლოდ ორ კომპანიას დაუტოვა. ასევე რუსეთში დააანონსეს, რომ შეზღუდვები დაწესდება კარტოფილის, ბადრიჯნისა და ჩირის პროდუქციაზეც. შაბათს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტომ სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის ნაწილის იმპორტზე დააწესა შეზღუდვები. მანამდე, მაისში გატარებული ზომები უკვე შეეხო სომხურ ყვავილებს, მინერალურ წყალ „ჯერმუკსა“ და კონიაკისა და ღვინის რამდენიმე მწარმოებელს.
ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის მიერ სომხური აგროპროდუქტის იმპორტის შეზღუდვას „მცდარ ნაბიჯებს“ უწოდებს
BM.GE
წყარო: bm.ge