მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პომიდორზე გაცვლა არ შეუძლია - ეკონომიკის მინისტრი
სომხეთს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პომიდორზე გაცვლა არ შეუძლია - ეკონომიკის მინისტრი

სომხეთს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პომიდორზე გაცვლა არ შეუძლია - ეკონომიკის მინისტრი

BM.GE1 ივნისი, 2026, 16:17|bm.ge

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული მთლიანობის პომიდვრის ექსპორტზე გადაცვლა არ შეუძლია. ამის შესახებ გევორქ პაპოიანმა CivilNet-თან ინტერვიუში, რუსეთის მიერ სომხური სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ახალი შეზღუდვების დაწესების ფონზე, მთავრობის პროევროპული კურსის დაცვისას ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოსაზრებებს თავისი საზღვრები აქვთ, როდესაც საქმე სახელმწიფოებრიობას ეხება.

„რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ამ რისკებს აქვს ზღვარი - ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. არის რაღაცები, რის გვერდზე გადადებაც და წინ სვლა უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა სომხეთის

სომხურ ექსპორტზე რუსეთის შეზღუდვებზე საუბრისას, პაპოიანმა პარალელი გაავლო ეკონომიკურ ინტერესებსა და ეროვნულ სუვერენიტეტს შორის: „საბოლოო ჯამში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესებს ავწონ-დავწონით, ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი პომიდორზე გავცვალოთ“.

ცნობისთვის, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებამ, „როსპოტრებნადზორმა“, 30 მაისიდან სომხური ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი შეზღუდა. ამას წინ სომხურ ყვავილებზე, მინერალურ წყალ „ჯერმუკზე“, გარკვეულ ალკოჰოლურ სასმელებსა და სხვა საქონელზე შეზღუდვები უძღოდა და ეს ზომები ერევანსა და მოსკოვს შორის პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას დაემთხვა.

CivilNet წერს, რომ რუსეთი ღიად აკრიტიკებს სომხეთის მიერ იმ კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, მაშინ როდესაც ზოგიერთი სომეხი კომენტატორი სავაჭრო შეზღუდვებს განიხილავს, როგორც რუსეთის უფრო ფართო ზეწოლის ნაწილს სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE