მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოციალურად დაუცველთა გადამოწმებისას ბევრი აღმოჩნდა მაღალშემოსავლიანი ოჯახი - ცაგარეიშვილი
სოციალურად დაუცველთა გადამოწმებისას ბევრი აღმოჩნდა მაღალშემოსავლიანი ოჯახი - ცაგარეიშვილი

სოციალურად დაუცველთა გადამოწმებისას ბევრი აღმოჩნდა მაღალშემოსავლიანი ოჯახი - ცაგარეიშვილი

BM.GE12 მაისი, 2026, 03:55|bm.ge

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება დაიწყო.

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა BMG-ის განუცხადა, საბოლოოდ რამდენ ოჯახს მოეხსნება სახელმწიფოს მიერ დანიშნული შემწეობა, მომდევნო პერიოდში გამოჩნდება.

თუმცა მისი თქმით, გადამოწმების პროცესში გამოიკვეთა, რომ შესაბამის შემწეობას მაღალშემოსავლიანი ოჯახებიც იღებენ.

“იცით, რომ კოვიდის და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ხდებოდა და ვერ ხერხდებოდა ოჯახების მასობრივი შემოწმება, იმ ოჯახების და ადამიანების, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან სიაში იყვნენ და აქედან საკმაოდ მაღალ შემოსავალს იღებდნენ, თუ გავითვალისწინებთ სულადობას ოჯახებში და სხვადასხვა ფაქტორს. ეს ერთგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო. რა თქმა უნდა, დაიწყო შემოწმება. ახლა ზუსტი მონაცემი არ მაქვს, მაგრამ ათასობით ოჯახი არის შემოწმებული. დარწმუნებული ვარ, შეიძლება რამდენიმე თვეში შუალედური ანგარიშიც უკვე მზად იყოს და წარმოგიდგინოთ თქვენც და საზოგადოებასაც და წლის ბოლოს ეს ყველაფერი გამოჩნდება, ვინ შემოწმდა, როგორ შემოწმდა.

ერთი რაც ვიცი დანამდვილებით კოლეგებისგან, რომ ბევრი აღმოჩნდა მათ შორის მაღალშემოსავლიანი ოჯახიც. ბუნებრივია, მაღალშემოსავლიანი ოჯახები ვერ იქნებიან მომავალში ამ სიაში და ამას საზოგადოება, რა თქმა უნდა, გაიგებს, ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს. ეს არის საკმაოდ გამჭვირვალე პროცესი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ მიმართულებით საბიუჯეტო სახსრები იხარჯება საკმაოდ დიდი. ჩვენ ახლა გზის დასაწყისში ვართ ამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გაგრძელდება”, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილი

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაანონსა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ოჯახს, რომლის თითოეულ წევრზე გაანგარიშებით 1 250-ლარიანი შემოსავალი აქვს, სოციალური შემწეობა შეუწყდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოჯახის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • NGO-ების საკითხს რაც შეეხება, რატომ ატყუებდით საზოგადოებას, რომ თუ ამ კანონს მივიღებდით, აიკრძალებოდა ორგანიზაციები, დაიხურებოდა ოპოზიციური მედიასაშუალებები, ემიგრანტებს არ ექნებოდათ საშუალება, რომ თავისი ოჯახებისთვის ფული გადმოერიცხათ - ლევან მაჭავარიანირუსთავი 2
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებიც გაიცემა ბინების ნაცვლად – კობახიძენეტგაზეთი
  • პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებსიმედი
ოჯახის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE