ორიგინალი
სოზარ სუბარი ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვების დახმარების გაორმაგების ინიციატივით გამოდის
BM.GE·13:45

სოზარ სუბარი ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვების დახმარების გაორმაგების ინიციატივით გამოდის

13 ოქტომბერი, 2026 · 13:45

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური დახმარებების გაზრდის ინიციატივა წამოაყენა.

სოზარ სუბარის თქმით, იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე დადეს, 100-ლარიანი დახმარება "მართლა დამამცირებელია“.

"მინდა ბიუჯეტის ერთ მუხლზე ვილაპარაკო განსაკუთრებით - ეს არის ვეტერანების დაფინანსება. ვეტერანები არიან ადამიანები, რომლებმაც ყოველ ჯერზე, როდესაც სამშობლოს უჭირდა, როდესაც სამშობლოს სჭირდებოდა, სასწორზე დადეს თავისი ყველაზე მთავარი თავისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ ჯერზე მზად არიან, იგივე გააკეთონ საქართველოსთვის, და მართლა დამამცირებელია, როდესაც მათი დახმარება 100 ლარია. მით უმეტეს, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებით დიდი თანხები.

მთლიანობაში საქართველოში არის 51 284 ვეტერანი, საიდანაც ამ 100-ლარიან დახმარებას იღებს 27 295 ადამიანი. კარგად მესმის, რომ ვეტერანებს, გარდა ამ დახმარებისა, აქვთ სხვა სოციალური პაკეტიც და სხვა სოციალური შეღავათებიც, თუმცა ეს უბრალოდ მართლა არასწორია, 100 ლარი დამამცირებელია და ამ თანხის მინიმუმ გაორმაგება აუცილებლად უნდა ჩაიდოს მომავალი წლის ბიუჯეტში. ეს მთლიანად იქნება 65 508 000 ლარი, ანუ ბიუჯეტი დაახლოებით 32 მილიონი ლარით მოიმატებს და ეს არ არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება.

ამასთან ერთად, მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც კომიტეტის განხილვაზე ჩვენმა კოლეგამ, ბატონმა ზაალ მიქელაძემ გააკეთა. ეს ეხება მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალურ გასაცემლებს. 2012 წლამდე ეს 55 ლარი იყო, 100 ლარი გახდა 2013 წელს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ, ხოლო 2019 წელს ორივე მარჩენალდაკარგულისთვის გაიზარდა 150 ლარამდე. მაგრამ ეს მაინც ძალიან მცირეა და აქაც გაორმაგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ესეც დაახლოებით 20 მილიონი ლარია და მეტი არა, ესეც არ დააწვება ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად", - განაცხადა სუბარმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოზარ სუბარი ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვების დახმარების გაორმაგების ინიციატივით გამოდის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·15:42

ქართულ ბანკებს ₾15 მილიარდის იპოთეკური სესხი აქვთ გაცემული

ქართულ ბანკებს ₾15 მილიარდის იპოთეკური სესხი აქვთ გაცემული
BM.GE·15:27

ევროკავშირის სამიტი შეთანხმების გარეშე დასრულდა - შვიდმა ქვეყანამ მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა

ევროკავშირის სამიტი შეთანხმების გარეშე დასრულდა - შვიდმა ქვეყანამ მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადა
BM.GE·15:19

გამრეკელის ქუჩაზე 4-სართულიანი ავარიული შენობის 8-სართულიანი კორპუსით ჩანაცვლებაზე ბიუჯეტიდან ₾6.7 მლნ დაიხარჯა

გამრეკელის ქუჩაზე 4-სართულიანი ავარიული შენობის 8-სართულიანი კორპუსით ჩანაცვლებაზე ბიუჯეტიდან ₾6.7 მლნ დაიხარჯა
BM.GE·15:10

კადრები, ადგილობრივი პროდუქციის ფასი... - რა აწუხებს გასტრონომიის სექტორს

კადრები, ადგილობრივი პროდუქციის ფასი... - რა აწუხებს გასტრონომიის სექტორს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.