მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სრულად გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე ტესტირებისას მოხდა - სემეკის წევრი
სრულად გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე ტესტირებისას მოხდა - სემეკის წევრი

სრულად გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე ტესტირებისას მოხდა - სემეკის წევრი

BM.GE6 აგვისტო, 2026, 00:52|bm.ge

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წევრი გიორგი ფანგანი აცხადებს, რომ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე ტესტირებისას მოხდა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დღეს, სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება. ფანგანი აღნიშნავს, რომ ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც, რაც დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.

გიორგი ფანგანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება.

"მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.

ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.

როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება",- წერს გიორგი ფანგანი.

5 აგვისტოს საქართველოში ელექტროენერგია სისტემურად გაითიშა. ეს რიგით მესამე შემთხვევაა, 24-25 ივლისს დაფიქსირებულის შემდეგ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • ზაალ ანჯაფარიძე: სულ რაღაც ორიოდე დღე გასტანა თინა ბოკუჩავას „პრინციპულობამ“. ჩემი პროგნოზი, რომ ის ნაცმოძრაობასთან ხიდებს ბოლომდე არ დაწვავდა, სრულიად გამართლდა. როგორ ემუშავა ბოკუჩავას ამ დღეებში "ნაცმოძრაობა," რით დააშანტაჟეს, ეს უკვე დეტალებია და ნაკლებად საინტერესო. ფაქტი ის გახლავთ, რომ მას, საკუთარი დაფურთხებული აალოკინესიმედი
  • ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის სრულად მოხსნა და უარი ბირთვულ შეიარაღებაზე - რა შემთხვევაში შეწყვეტს აშშ ირანთან ომსტვ პირველი
  • გიორგი გამსახურდია: კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ვის ხელში იყო ქვეყანა და რას გადავრჩით - მიშას ბევრი მომხრე ვიცი, რომლებიც ახლა სათოფეზე არ ეკარებიან და სრულად მეთანხმებიან, უბრალოდ, "უტყდებათ", რომ ხმამაღლა თქვან, რაც იყო რეალობარუსთავი 2
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
სრულად →

მსგავსი სტატიები

გათიშვის ფონზე, საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება 4-ჯერ შემცირდა

გათიშვის ფონზე, საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება 4-ჯერ შემცირდა

BM.GE

საქართველოში ელექტროენერგია მესამედ სისტემურად გაითიშა

საქართველოში ელექტროენერგია მესამედ სისტემურად გაითიშა

BM.GE

ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

BM.GE

ლაშა ხუციშვილი მარკ კლეიტონს და გარეთ უორდს შეხვდა - რა განიხილეს?

ლაშა ხუციშვილი მარკ კლეიტონს და გარეთ უორდს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE