ორიგინალი
სრული აკრძალვით პროცესები ყოველთვის იატაკქვეშეთში მიდის| არჩილ ხომასურიძე სუროგაციაზე
BM.GE·22:11

სრული აკრძალვით პროცესები ყოველთვის იატაკქვეშეთში მიდის| არჩილ ხომასურიძე სუროგაციაზე

29 ნოემბერი, 2026 · 22:11

სრული აკრძალვით პროცესები ყოველთვის იატაკქვეშეთში მიდის, - აცხადებს რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში სუროგაციის სრული აკრძალვის ინიციატივის შეფასებისას.

როგორც რეპროდუქტოლოგი არჩილ ხომასურიძე BMG-სთან ამბობს, სფეროში არსებული დარღვევების და გამოწვევების ფონზე უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვა გამართლებულია, თუმცა ეს მეთოდი დაშვებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ნახევრად სწორი გადაწყვეტილებაა, რადიკალურ აკრძალვას არასდროს არაფერში, მედიცინის ჩათვლით, მოუტანია სასარგებლო. ეს ძირითადად იწვევს იმას, რომ პროცედურა, რომელიც აკრძალულია, მიდის იატაკქვეშ.

[სრული] აკრძალვით [პროცესები] ყოველთვის იატაკქვეშეთში მიდის. მაგალითად, აბორტებს რომ ვებრძოდით თავის დროზე, გაგვიჭირდა, რადგან იატაკქვეშეთში წავიდა, როგორც კი დაიწყო აკრძალვაზე ლაპარაკი და სხვა მეთოდით გავიმარჯვეთ აბორტთან.

რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ალტერნატიული და უფრო სწორი, რასაც მე მივესალმებოდი? სუროგაცია უშვილობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია და სხვათა შორის, საკმაოდ პრიმიტიული. არაფერი სირთულე მასში არ არის. ის, რომ „აღებ-მიცემობა“ გაჩაღდა, ჩვენს საზოგადოებას სჩვევია ასეთი გადახრები ძალიან ხშირად. ეს არ არის სწორი და მე არ მომწონს, რა თქმა უნდა. რაც შეეხება უცხოელებს, მათთვის საქართველოში სუროგაციის ბაზარი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა“, - განაცხადა არჩილ ხომასურიძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" სუროგაციის აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა - ამჯერად - საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე კი შეზღუდვა არ გავრცელდება და ამ სერვისით როგორც ქართველები, ისე უცხოელები ისარგებლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კონკრეტული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სრული აკრძალვით პროცესები ყოველთვის იატაკქვეშეთში მიდის| არჩილ ხომასურიძე სუროგაციაზე

თემა: სრული

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • ალია·15:40
    “ფსიქიატრიულ კლინიკებში ბაღლინჯოებისა და რწყილების თარეშია და სახელმწიფოს მხრიდან სრული დუმილია!” – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე
  • კვირა·22:06
    ირაკლი კობახიძე: თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად, ამან უზრუნველყო ესკალაციის თავიდან არიდება და საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო უმაღლეს დონეზე, პოლიცია მოქმედებდა პროპორციულობის პრინციპის სრული დაცვით, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც შეეხება ბანერებს, საზღვარზევე აღკვეთა ასეთი ბანერების შემოტანა პოლიციამ და ამისთვისაც ეკუთვნით მათ მადლობა
  • რუსთავი 2·21:45
    პრემიერი ბათუმის მოვლენებზე: თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად, ამან უზრუნველყო ესკალაციის თავიდან არიდება - პოლიცია მოქმედებდა პროპორციულობის პრინციპის სრული დაცვით, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
  • პრაიმტაიმი·21:36
    თითოეული პოლიციელი მოქმედებდა ღირსეულად, ამან უზრუნველყო ესკალაციის თავიდან არიდება და საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყო უმაღლეს დონეზე, პოლიცია მოქმედებდა პროპორციულობის პრინციპის სრული დაცვით, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც შეეხება ბანერებს, საზღვარზევე აღკვეთა ასეთი ბანერების შემოტანა პოლიციამ და ამისთვისაც ეკუთვნით მათ მადლობა - ირაკლი კობახიძე
სრულიაკრძალვის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·22:47

ევროპის 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობა 2027 წელს

ევროპის 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობა 2027 წელს
BM.GE·22:33

მანდარინის მოსავალი ექსპორტის შესაძლებლობებს სამჯერ აღემატება – ვაჟა მკურნალიძე 20-30 ათასი ტონის გაფუჭებას პროგნოზირებს

მანდარინის მოსავალი ექსპორტის შესაძლებლობებს სამჯერ აღემატება – ვაჟა მკურნალიძე 20-30 ათასი ტონის გაფუჭებას პროგნოზირებს
BM.GE·22:27

LEGO პორტუგალიაში €1 მლრდ-ს ღირებულების ქარხანას ააშენებს და 1 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის

LEGO პორტუგალიაში €1 მლრდ-ს ღირებულების ქარხანას ააშენებს და 1 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის
BM.GE·21:59

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.