მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სრულიად განახლდება სალოკომოტივო პარკი - ლაშა აბაშიძე WB-თან გაფორმებულ $372-მილიონიან სესხზე
სრულიად განახლდება სალოკომოტივო პარკი - ლაშა აბაშიძე WB-თან გაფორმებულ $372-მილიონიან სესხზე

სრულიად განახლდება სალოკომოტივო პარკი - ლაშა აბაშიძე WB-თან გაფორმებულ $372-მილიონიან სესხზე

BM.GE10 ივნისი, 2026, 21:47|bm.ge

"ჩვენ სრულ განახლებას ვაკეთებთ ჩვენი სალოკომოტივო პარკის. მსოფლიო ბანკი ძალიან დაგვეხმარა, ანუ გვეხმარება და პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელი სწორედ მსოფლიო ბანკი იქნება. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ გამოვაცხადოთ ტენდერი, რომელიც 45 ლოკომოტივის შესყიდვას მოიცავს,"- განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ფინანსთა სამინისტროში მსოფლიო ბანკთან 372 მილიონი დოლარის მოცულობის საკრედიტო დაფინანსების ხელმოწერის შემდეგ.

აღნიშნული თანხიდან 190 მილიონი დოლარი სწორედ საქართველოს რკინიგზისკენ მიიმართება, ხოლო 182 მილიონი დოლარი კი კახეთში ჩქაროსნული მაგისტრალისთვის არის გათვალისწინებული. დღეს მსოფლიო ბანკთან ხელმოწერილი 372-მილიონიანი სესხი წარმოადგენს 751-მილიონიანი პროექტის ნაწილს, რომელზეც საქართველო მსოფლიო ბანკის გარდა აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მუშაობს 175 მილიონი დოლარის კრედიტის დამტკიცებაზე და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) 182 მილიონი დოლარის კრედიტის დამტკიცებაზე. მთავრობის მოლოდინით, ამ საფინანსო ორგანიზაციებთანაც მოხდება პროექტის დაფინანსებაზე საბოლოო თანხმობის გაცემა და კრედიტის დამტკიცება.

ჯამურად, 751-მილიონიანი სასესხო დაფინანსებიდან საქართველოს რკინიგზისკენ 387 მილიონი დოლარი უნდა მიიმართოს. პროექტის ყველაზე ძვირად ღირებული კომპონენტია 45 ერთეული ახალი ლოკომოტივის შესყიდვა, რაც 350 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს (ერთი ლოკომოტივი 7.8 მლნ დოლარი). სწორედ აღნიშნული ტენდერის გამოცხადებას გეგმავს უახლოეს მომავალში საქართველოს რკინიგზა.

"ეს რკინიგზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, გამომდინარე იქიდან, რომ სრულად განახლდება ჩვენი სალოკომოტივო პარკი, რაც მოგვცემს საშუალებას, გავაუმჯობესოთ საოპერაციო მაჩვენებლები, ასევე გავზარდოთ შემოსავლები და ტვირთების გადაზიდვა უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ.

სალოკომოტივო სიმძლავრეების გაძლიერება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზისთვის, არამედ ზოგადად შუა დერეფნისთვისაც, რადგან, როგორც იცით, საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშეა. შესაბამისად, ჩვენი სალოკომოტივო პარკის გაძლიერება პირდაპირ აისახება შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე,"- განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ამჟამად საქართველოს რკინიგზის ლოკომოტივების პარკი 99 ლოკომოტივისგან შედგება, საიდანაც 91 ექსპლოატაციაში იმყოფება. მათ შორის 66 არის ელმავალი, 25 კი დიზელის საწვავზე მუშაობს. აქტიური 91 ლოკომოტივიდან 78 ერთეული 35 წელზე მეტი ხანი იმყოფება ექსპლოატაციაში. ამასთან, მოძველებულ ლოკომოტივებს არ აქვთ საკმარისი სიმძლავრე, რათა ეფექტიანად მოემსახურონ მძიმე სატვირთო შემადგენლობებს.

მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი ინდიკატორების თანახმად, ახალი ელექტრო ლოკომოტივების შესყიდვით საქართველოს რკინიგზაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ოპერაციული გაუმჯობესება, მათ შორის ტექ. მომსახურების დროის შემცირება დაახლოებით 84%-ით და ლოკომოტივების ხელმისაწვდომობის ზრდა. ასევე პროგნოზირებულია, რომ სატვირთო მატარებლების ტვირთამწეობა გაიზრდება საშუალოდ დაახლოებით 2,100 ტონიდან 3,000 ტონამდე, ხოლო საქართველოს რკინიგზის ძირითად მარშრუტზე გადაადგილების დრო 36-დან დაახლოებით 30 საათამდე შემცირდება.

მსოფლიო ბანკის მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ, პროექტზე აზიის განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ სესხის დამტკიცებაა საჭირო, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზას საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება შეეძლება.

გარდა ლოკომოტივების შესყიდვისა, $387-მილიონიანი დაფინანსებიდან 10 მილიონი დოლარი მიიმართება საქართველოს რკინიგზის მაღალი ძაბვის ქვესადგურების მოდერნიზებაზე და ახალი ქვესადგურების მშენებლობაზე, რათა ახალი ლოკომოტივების სტაბილური ენერგომომარაგება იყოს გარანტირებული.

გარდა ტექნიკური კომპონენტებისა, პროექტი მოიცავს საქართველოს რკინიგზის ინსტიტუციურ გაძლიერებასაც, რისთვისაც გათვალისწინებულია დაახლოებით 27.23 მილიონი აშშ დოლარი. ამ მიმართულებით დაგეგმილია თანამშრომელთა გადამზადება, ბიზნესგეგმების და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება, ERP სისტემის განახლება და ESG ანგარიშგების გაუმჯობესება.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე არის დაახლოებით 65 კილომეტრი სარკინიგზო მონაკვეთის რეაბილიტაცია, რაც მიზნად ისახავს სიჩქარის შეზღუდვების შემცირებას და ქსელის გამტარუნარიანობის ზრდას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • ზვიად გაბისონია: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო - პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანიიმედი
  • ესპანეთის მთავრობა სრულად არის მობილიზებული, რათა სეუტაში შექმნილ ვითარებას დაუყოვნებლივ უპასუხოს - პედრო სანჩესირუსთავი 2
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
სრულად →

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE