მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სტიმული დიჯიტალს", "დი ეიჩ სი ლაბს" - მთავრობამ კომპანიებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიანიჭა
"სტიმული დიჯიტალს", "დი ეიჩ სი ლაბს" - მთავრობამ კომპანიებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიანიჭა

"სტიმული დიჯიტალს", "დი ეიჩ სი ლაბს" - მთავრობამ კომპანიებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიანიჭა

BM.GE8 ივლისი, 2026, 04:15|bm.ge

მთავრობამ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 2 კომპანიას მიენიჭა. მთავრობამ 1415-ე და 1416-ე განკარგულებები გამოსცა.

კერძოდ, საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა შპს სტიმული დიჯიტალს. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2023 წელს დაარსდა. მისი 50-50%-იანი წილების მფლობელები სერგი ჭეიშვილი და რევაზ ძიძიგური არიან.

სტატუსი ასევე მიენიჭა შპს დი ეიჩ სი ლაბს. კომპანია დარეგისტრირდა 2024 წელს. დირექტორია სოფიკო მაღლაკელიძე. მესაკუთრე კი გერმანული კომპანია „ანფოლდ ჰელსია“.

საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 2020 წლის ბოლოდან არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:• უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;• შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;• შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდაიმედი
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

BM.GE

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

BM.GE

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

BM.GE