მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტიქიის პრევენციისთვის 28 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა ₾3.9 მილიონით გაიზარდა
სტიქიის პრევენციისთვის 28 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა ₾3.9 მილიონით გაიზარდა

სტიქიის პრევენციისთვის 28 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა ₾3.9 მილიონით გაიზარდა

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 14:58|bm.ge

სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხა 17 828 339 ლარამდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მუნიციპალიტეტზე დამატებით 3 992 772 ლარი გამოიყოფა.

მთავრობის 2170-ე განკარგულებით ცვლილება შევიდა 29 მაისის 1137-ე განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და დღეისთვის თანხა 28 მუნიციპალიტეტზე განაწილდება. უფრო კონკრეტულად:

• დედოფლისწყაროს დაფინანსება ₾500 000-მდე იზრდება, ნაცვლად არსებული 147 547 ლარისა; • დმანისის მუნიციპალიტეტის კი ₾240 541-მდე;

ამ განკარგულებით, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას დამატებით 6 მუნიციპალიტეტი მიიღებს. უფრო კონკრეტულად:

• ამბროლაურის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 555 000 ლარი; • ონის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 500 000 ლარი; • ლენტეხის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 500 000 ლარი; • ცაგერის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 500 460 ლარი; • თელავის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 1 000 000 ლარი; • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 484 154 ლარი;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE