მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტივ უიტკოფი და ვლადიმერ პუტინს შეხვდა - რა განიხილეს?
სტივ უიტკოფი და ვლადიმერ პუტინს შეხვდა - რა განიხილეს?

სტივ უიტკოფი და ვლადიმერ პუტინს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 18:28|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მას უკრაინაში ომის დასრულების ამერიკული წინადადებები გადასცა. საყურადღებოა, რომ ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი, თუ რას მოიცავს დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პარალელურად ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი მასწავლებლის, სტივენ ჰაბარდის გათავისუფლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ პირის გათავისუფლებისათვის სტივ უიტკოფმა კრემლის ლიდერს დონალდ ტრამპის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის მოქალაქე უკვე პულკოვოს აეროპორტში იმყოფება.

ცნობისთვის, რუსეთის სამხედრო ძალებმა 74 წლის სტივენ ჰაბარდი 2022 წლის აპრილში, უკრაინის ქალაქ იზიუმში დააკავეს. რუსულმა სასამართლომ მას დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის ბრალდებით 6 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მედიასთან საუბრისას სტივ უიტკოფმა უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებთან ოსლოში გამართული მოლაპარაკებებიც მიმოიხილა და ზელენსკისა და სხვა ლიდერებთან საუბარი პოზიტიურად შეაფასა.

ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ომის დასრულების საფუძველი უკვე არსებობს და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა შესაძლებელია. აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთის, უკრაინისა და ამერიკის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას იმედოვნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ვფიქრობ, აქ პასუხი ძალიან ცალსახაა" - კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

"ვფიქრობ, აქ პასუხი ძალიან ცალსახაა" - კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს

ხვიჩა კვარაცხელია ჯვარედინი იოგის გაწყვეტის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს

BM.GE

უნგრეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ფინანსური თაღლითობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს

უნგრეთის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ფინანსური თაღლითობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს

BM.GE

საწვავი ისევ ძვირდება - რამდენით გაიზარდა ფასი ოქტომბერში?

საწვავი ისევ ძვირდება - რამდენით გაიზარდა ფასი ოქტომბერში?

BM.GE