მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ვფიქრობ, აქ პასუხი ძალიან ცალსახაა" - კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე
"ვფიქრობ, აქ პასუხი ძალიან ცალსახაა" - კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

"ვფიქრობ, აქ პასუხი ძალიან ცალსახაა" - კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 19:16|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით ეჭვების საფუძველს ვერ ხედავს. მან ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს ილია II-ის დაკრძალვის ხარჯები გაასაჯაროვა. კობახიძე ამბობს, რომ ამით ყველა კითხვას გაეცა პასუხი.

„გავრცელდა ინფორმაცია, მათ შორის აგენტურიდან, შესაბამისი მედიასაშუალებებიდან იმასთან დაკავშირებით, თითქოს გაიფლანგა პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული თანხები და ამის საპასუხოდ, ჩვენ პირობა გავეცით ერთ-ერთ ბრიფინგზე, რომ ყველა ხარჯი თითოეული კომპონენტის დონეზე გამოქვეყნდებოდა და ეს გამოვაქვეყნეთ. საბოლოო ჯამში დგინდება, რომ ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 3 მილიონი ლარი, აქედან დახარჯეს მხოლოდ, დაახლოებით 722 000 ლარი. დანარჩენი თანხა, დაახლოებით 2 მილიონ 200 ათასზე მეტი დაბრუნდა საქართველოს ბიუჯეტში. ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ წესით აქ ფული არ უნდა ყოფილიყო მოპარული. რაც შეეხება ამ 722 000 ლარს, ეს არის დეტალურად კომპონენტებად ჩაშლილი და რატომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი - მაგალითად იქ წერია, რომ ლოტბარების ტრანსპორტით უზრუნველყოფაში დაიხარჯა ესა და ეს. ამ და ამ საკითხებზე, მაგალითად უწყვეტი ელექტროენერგიის მომარაგებაზე დაიხარჯა ამდენი და ამდენი. რატომ გამოვაქვეყნეთ ეს ყველაფერი, რომ თითოეულ ადამიანს, ნებისმიერ თქვენგანს, შეგიძლიათ, ნახოთ, რამდენად სწორი და ადეკვატურია შესაბამისი ხარჯი, შესაბამისი ამოცანებისთვის. ეს ინფორმაცია არის გამჭვირვალე, საჯარო. ვფიქრობ, რომ ამ ინფორმაციით უკვე მარტივად გაეცა პასუხი კითხვას იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა მოპარული პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან ცალსახაა პასუხი, თუმცა თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით არის თუ არა კიდევ კითხვის საფუძველი, ეს შეგიძლიათ დაადგინოთ. მაგალითად 400 ლარი რომ არის თითო სატრანსპორტო საშუალება გამოყოფილი, ხომ არ უნდა ყოფილიყო გამოყოფილი 350 ლარი.

პირადად მეც გადავხედე თითოეულ ხარჯს, კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა ამ ყველაფერში მთავრობის ადმინისტრაციამ. 400 ლარი არის თუ არა ადეკვატური ხარჯი ტრანსპორტისთვის კონკრეტული ტრანსპორტირებისთვის ამას განვსაზღვრავთ ჩვენ საბაზრო ფასების შესაბამისად და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადახედოს საბაზრო ფასებს და დაადგინოს, არის თუ არა აქ რაიმე ჭარბი ხარჯი გაწეული",- ამბობს ირაკლი კობახიძე.

ის მიიჩნევს, რომ საკითხზე კითხვები აღარ არსებობს.

"იმხელა კამპანია იყო წამოწყებული, რომ კეთილსინდისიერმა ადამიანებმაც კი დაიჯერეს ეს ყველაფერი და გააკეთეს კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოპარული იყო შესაბამისი თანხები...",- ამბობს კობახიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ოცნების პრემიერი მანანა კობახიძეზე: არავინ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობასფორმულა
  • პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილიტვ პირველი
  • არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს – კობახიძენეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სავაჭრო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად NATO შავ ზღვაში დრონებსა და თვითმფრინავებს გზავნის

სავაჭრო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად NATO შავ ზღვაში დრონებსა და თვითმფრინავებს გზავნის

BM.GE

დაჩქარებულად მიღებული კანონის მიუხედავად, ციფრული ლარის გამოშვებას უახლოეს წლებში არ ვგეგმავთ - სებ

დაჩქარებულად მიღებული კანონის მიუხედავად, ციფრული ლარის გამოშვებას უახლოეს წლებში არ ვგეგმავთ - სებ

BM.GE

ვინ არის და რა ქონებას ფლობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის ახალი სპეცწარმომადგენელი?

ვინ არის და რა ქონებას ფლობს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის ახალი სპეცწარმომადგენელი?

BM.GE

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

BM.GE