მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სუპერი" 10 თეთრით გაიაფდა, სხვა ყველა ტიპის საწვავის ფასი კი 5 თეთრით შემცირდა"პორტალი"
"სუპერი" 10 თეთრით გაიაფდა, სხვა ყველა ტიპის საწვავის ფასი კი 5 თეთრით შემცირდა"პორტალი"

"სუპერი" 10 თეთრით გაიაფდა, სხვა ყველა ტიპის საწვავის ფასი კი 5 თეთრით შემცირდა"პორტალი"

BM.GE14 ნოემბერი, 2026, 01:00|bm.ge

ნავთობკომპანია „პორტალის“ დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ცხვიტარიას განცხადებით, ბოლო დღეებში, საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასის შემცირება საქართველოს ბაზარზე უკვე აისახა და ფასები "სუპერის" ტიპის საწვავზე 10 თეთრით შემცირდა, ხოლო სხვა ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაიაფდა.

ამის შესახებ ვლადიმერ ცხვიტარიამ "საქმის კურსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"თუკი ნავთობის ფასის კლება გლობალურად სტაბილურად შენარჩუნდება, ორიდან 3 კვირამდე სჭირდება ხოლმე ვადა, რომ ფასების შემცირება კიდევ უფრო საგრძნობი გახდეს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მომდევნო შესყიდვას შემცირებული ფასების პირობებში განვახორციელებთ, მაშინ საცალო მომხმარებლებისთვის საწვავი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიაფდება", - განმარტა "პორტალის" დირექტორმა.

მისივე თქმით, გასულ თვეებში, გაზრდილი ფასების გამო საწვავის მოხმარების შემცირება თვალსაჩინო იყო - "გაყიდვების დღიური მოცულობა საშუალოდ 20 ტონით იყო შემცირებული".

ვლადიმერ ცხვიტარია ირწმუნება, რომ საწვავის ფასების გაიაფება, პირველ რიგში, ისევ ნავთობკომპანიების ინტერესშია:

"ფასების გაძვირება, ცხადია, საწვავის რეალიზაციას ამცირებს. ბევრს არ აქვს რესურსი, რომ 5 ლარამდე გადაიხადოს საწვავში, ამიტომ, წინა თვეებში, მოქალაქეების ნაწილმა ალბათ საერთოდ გააჩერა მანქანა. ამ პერიოდში დღიური რეალიზაცია, საშუალოდ 20 ტონით იყო შემცირებული. ჩვენ ფიქსირებული ფასები გვაქვს, რის კორექტირებასაც, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ. გაზრდილი ფასები არ ნიშნავს, რომ ბიზნესს შემოსავალი და მოგება ეზრდება", - განაცხადა ცხვიტარიამ „საქმის კურსთან ინტერვიუში.

ცნობისთვის: ერთ კვირაზე მეტია საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ღირებულება საშუალოდ 7%-იან შემცირების ტენდენციას აჩვენებს. 13 ნოემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო ბირჟებზე ნედლი ნავთობი 88 დოლარად ივაჭრება, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი კი 96 დოლარია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს საერთაშორისო ჰაბის სტატუსის დაკარგვის რისკი აქვს - ბრიტანეთის ელჩი

საქართველოს საერთაშორისო ჰაბის სტატუსის დაკარგვის რისკი აქვს - ბრიტანეთის ელჩი

BM.GE

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანება შესაძლოა დეკემბერში გამოაცხადონ

SpaceX-მა და Tesla-მ გაერთიანება შესაძლოა დეკემბერში გამოაცხადონ

BM.GE

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

BM.GE

"აგროექსპორტი 90%-ით გაიზარდა, სოფლად სიღარიბე კი განახევრდა" - პაველ ჰერჩინკი ENPARD-ის შედეგებზე

"აგროექსპორტი 90%-ით გაიზარდა, სოფლად სიღარიბე კი განახევრდა" - პაველ ჰერჩინკი ENPARD-ის შედეგებზე

BM.GE