მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუროგაციის აკრძალვა პროცესების იატაკქვეშეთში გადასვლას გამოიწვევს - გიორგი კავკასიძე
სუროგაციის აკრძალვა პროცესების იატაკქვეშეთში გადასვლას გამოიწვევს - გიორგი კავკასიძე

სუროგაციის აკრძალვა პროცესების იატაკქვეშეთში გადასვლას გამოიწვევს - გიორგი კავკასიძე

BM.GE25 ნოემბერი, 2026, 01:00|bm.ge

“საქართველოს ახალი ველოსიპედის მოგონება არ სჭირდება”-რეპროდუქტოლოგი გიორგი კავკასიძე მიიჩნევს, რომ სუროგაციის აკრძალვა გამოსავალი არ არის. როგორც "საქმის კურსის" ეთერში მან განმარტა, აუცილებელია კორუფციის აღმოფხვრა და განვითარებული ქვეყნების, მაგალითად დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო მოდელების გადმოღება, რაც გამორიცხავს სუროგაციის კომერციალიზაციას.

მისი შეფასებით, აკრძალვა სერვისის შავ ბაზარზე გადასვლას, დოკუმენტაციის გაყალბებას და მომსახურების ღირებულების 2-3-ჯერ ზრდას გამოიწვევს. ამასთან, კლინიკები და სააგენტოები გადაინაცვლებენ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად სომხეთში, სადაც სუროგაცია ლეგალურია.

„არ მგონია, რომ აკრძალვა გამოსავალია, რადგან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები... უცხოეთში ეს პროცესი ძალიან კარგად არის დარეგულირებული და ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოში ეს არ დარეგულირდება, ერთ რამეზე მიუთითებს — იმაზე, რომ უბრალოდ აღმასრულებელ შტოს არც ამის სურვილი აქვს და ალბათ არც უნარი. თორემ სინამდვილეში ამის დარეგულირება ძალიან იოლად შეიძლება და შეიძლება იმ კომპონენტის ამოღება, რასაც ჰქვია სუროგატისთვის თანხის გადახდა, ანუ კომერციალიზაცია.

ქართულ რეალობაში პირველ რიგში უნდა აღმოიფხვრას კორუფცია. ეს ეხება როგორც სამედიცინო კორუფციას, ისე იურიდიული სამსახურის მხრიდან და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან. ეს არის აუცილებელი პირობა. შემდეგ უკვე არ არის რთული იგივე დიდი ბრიტანეთიდან გადმოწერა იმ რეგულაციების, რაც აქვს დიდ ბრიტანეთს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. საქართველოს არ სჭირდება ახალი ველოსიპედის მოგონება.

ქართველ დედებს, რომლებსაც აქვთ მაგალითად ჩატარებული საშვილოსნოს ექსტირპაცია, ანუ ამოღებული აქვთ საშვილოსნო და აქვთ საკვერცხე, რომელიც ნორმალურად ფუნქციონირებს — მათ სახელმწიფო უზღუდავს კი არა, უკრძალავს საკუთარი გენეტიკური შვილის ყოლას. არ ვიცი ეს რამდენად ჰუმანურია.

აკრძალვა არ არის გამოსავალი. აკრძალვა იცით რას გამოიწვევს? ორი ყველაზე მთავარი რისკია აქ: ეს არის იატაკქვეშეთში გადასვლა და აბსოლუტურად გაყალბებული დოკუმენტაციის გაკეთება. მე არ ვიცი ზუსტად რა ჯდება დღეს საქართველოში, მაგრამ აკრძალვის შემთხვევაში ეს გადავა იატაკქვეშეთში და ფასი ორჯერ ან სამჯერ გაიზრდება. ეს არის ერთი რისკი.

მეორე, კლინიკები და სააგენტოები შეიცვლიან გეოგრაფიულ მდებარეობას და გადავლენ, თუ გინდათ, მეზობელ სომხეთში, სადაც ეს პროცედურა კანონიერია. უბრალოდ იქ გადავლენ და იქ გააგრძელებენ მუშაობას”-აცხადებს რეპროდუქტოლოგი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 125 სტატია.

  • რისკები რომ არსებობს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ საკითხის არა ნაჩქარევი და ემოციებზე დაფუძნებული, არამედ სიღრმისეული განხილვა - გიორგი შარაშიძე სუროგაციის აკრძალვაზერუსთავი 2
  • როგორ ხსნის კობახიძე საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებასტვ პირველი
  • სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაციაფორმულა
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის 60 რაკეტის მიწოდებას აყოვნებს

პენტაგონი უკრაინისთვის Patriot-ის 60 რაკეტის მიწოდებას აყოვნებს

BM.GE

გასულ კვირას, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის დახმარებით 108 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა

გასულ კვირას, ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის დახმარებით 108 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანზიტი განხორციელდა

BM.GE

აშშ-მა Megaspeed-ი და Alibaba-ს შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა

აშშ-მა Megaspeed-ი და Alibaba-ს შვილობილი კომპანია შავ სიაში შეიყვანა

BM.GE

Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელმა სუპერინტელექტზე კონტროლის დაკარგვის რისკზე ისაუბრა

Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელმა სუპერინტელექტზე კონტროლის დაკარგვის რისკზე ისაუბრა

BM.GE