მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. [სუროგაციის სფეროში] რეგულაციების გამკაცრებას ვითხოვდით, პასუხად კი აკრძალვა დაგვიბრუნდა - "რეპროარტი"
[სუროგაციის სფეროში] რეგულაციების გამკაცრებას ვითხოვდით, პასუხად კი აკრძალვა დაგვიბრუნდა - "რეპროარტი"

[სუროგაციის სფეროში] რეგულაციების გამკაცრებას ვითხოვდით, პასუხად კი აკრძალვა დაგვიბრუნდა - "რეპროარტი"

BM.GE24 ნოემბერი, 2026, 18:59|bm.ge

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ დამფუძნებელ ლიკა ჭყონიას განცხადებით, სუროგაციის სრულად, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის ინიციატივა რეპროდუქციული მედიცინის სექტორისთვის სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

როგორც მან BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სექტორს ჯანდაცვის სამინისტროსგან წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია და გადაწყვეტილების შესახებ პირველად მედიით შეიტყო, არადა, სულ ორიოდ დღით ადრე დარგის წარმომადგენლები რეგულაციების გამკაცრების დეტალებს განიხილავდნენ.

“არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დამირეკა ჩემმა მეგობარმა, ტელევიზორს თუ უყურებო. არ ვუყურებდი, შემდეგ გადავრთე და მოვისმინე... ყველა ვართ შოკირებული და გაკვირვებული - ყველასთვის არის ისეთი ახალი ამბავი, რომელსაც არანაირად არ ველოდებოდით. გუშინწინ განვიხილავდით, კიდევ რა სიმკაცრე და რეგულაციები დავამატოთ ამ დარგს. ყოველ ჯერზე თავად ვიყავით სფეროს მოწესრიგების ინიციატორები, თუმცა რამდენჯერაც ეს ინიციატივა ჩვენგან წამოვიდა, პასუხად აკრძალვა დაგვიბრუნდა“, - განაცხადა ლიკა ჭყონიამ

რა რეგულაციებს ითხოვდა სექტორი და რაზე მუშაობდნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან

„რეპროარტის“ დამფუძნებლის განმარტებით, კლინიკები თავად არიან დაინტერესებული სფეროს მკაცრი საკანონმდებლო მოწესრიგებით, რადგან დღეს სამედიცინო დაწესებულებებს არაპროფილური - იურიდიული, სოციალური და ფსიქოლოგიური საკითხების მოგვარებაც უწევთ.

ლიკა ჭყონიას თქმით, ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციით დაიწყო მუშაობა ეტაპობრივ რეგულირებაზე, მათ შორის - სუროგატებისთვის სავალდებულო ანალიზების ნუსხის განსაზღვრაზე. გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის მონაწილეობით მომზადდა სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც მხარეთა უფლებები მაქსიმალურად იყო დაცული და სექტორი თავად ითხოვდა მის კიდევ უფრო გამკაცრებას.

„ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნება, თუ მკაცრი რეგულაცია ამოქმედდება, რადგან კლინიკას ბევრ ისეთ საკითხში გვიწევს ჩართვა, რაც სინამდვილეში ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი ფუნქცია მკურნალობაა. იურიდიული და სოციალური საკითხები ჩვენს გარეშე უნდა მოგვარდეს და კლინიკამდე უკვე გასუფთავებული, მხოლოდ სამედიცინო მიმართულების ნაწილი უნდა მოვიდეს. ახლა კი გვიწევს როგორც იურისტის, ისე სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგისა და სხვა სპეციალისტების მანტიის მორგება. ეს დოკუმენტი განვიხილეთ და კიდევ გვაქვს შენიშვნები, რა შეიძლება, დაიხვეწოს და გამკაცრდეს. ჩვენ თავად ვითხოვთ რეგულაციების გამკაცრებას - არასწორია წარმოდგენა, თითქოს ეს არ გვინდა“, - აღნიშნა მან.

სად ხედავს სექტორი მთავარ რისკებს - უცხოური სააგენტოები და კლინიკების ჭარბი რაოდენობა

ლიკა ჭყონიამ “წერტილთან” ინტერვიუში ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო ჩარჩოების დაწესებაა აუცილებელი:

უცხოური სააგენტოების კონტროლი - მისი თქმით, მთავარი საფრთხე მოდის უცხოური სააგენტოებისგან, რომლებსაც კონტრაქტები აქვთ სუროგატ ქალებთან, თუმცა მათ საქმიანობას ვერც კლინიკები აკონტროლებენ და ვერც სახელმწიფო. „რეპროარტის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კლინიკამ შიდა პოლიტიკა შეიმუშავა, რათა ექიმებმა კითხვებითა და სამედიცინო დათვალიერებით მოახდინონ ტრეფიკინგის ან ძალადობის შესაძლო მსხვერპლთა იდენტიფიცირება, საეჭვო სააგენტოებთან კი თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, თუმცა ეს სააგენტოები ქვეყანაში მაინც რჩებიან.

მორატორიუმი ახალი კლინიკების გახსნაზე - ლიკა ჭყონიას შეფასებით, საქართველოში დღეს 30-ზე მეტი რეპროდუქციული კლინიკაა, მაშინ, როცა ქვეყნის მოქალაქეებისთვის 4-5 კლინიკაც სრულიად საკმარისია. მისი თქმით, სექტორი ითხოვდა, აღარ დაშვებულიყო უცხოელების მიერ საქართველოში კლინიკების გახსნა და გამოცხადებულიყო მორატორიუმი.

“გვქონდა თხოვნა, რომ აღარ დაეშვათ უცხოელების მიერ საქართველოში კლინიკების გახსნა და საერთოდ მორატორიუმი გამოცხადებულიყო. ქვეყანას ამდენი კლინიკა არ სჭირდება და არც იმ სიტუაციაში ჩავვარდებოდით, რაზეც ახლა მთავრობა მიუთითებს. [...] ყველაფრის დალაგება შესაძლებელია - უბრალოდ მეტი შრომა, მეტი ფინანსები და მეტი მხარდაჭერაა საჭირო. ჩვენც დიდი სიამოვნებით ჩავერთვებით, დროსა და ენერგიას არ დავზოგავთ - ყოველთვის მზად ვართ სამუშაოდ“, - განაცხადა ჭყონიამ.

ეროვნული რეესტრის ამუშავება: “რეპროარტის” დამფუძნებელი მიუთითებს, რომ სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოში რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაციის ერთიანი ეროვნული რეესტრი გამართულად ვერ მუშაობს, რის გამოც ქვეყანას არ აქვს სრულყოფილი სტატისტიკა და მონაცემები მკურნალობის შედეგების შესახებ.

რეპროდუქციული მედიცინის სფეროს გზავნილი კანონმდებლებს და სექტორის მოლოდინი

ლიკა ჭყონიას თქმით, მიუხედავად მოულოდნელი განცხადებისა, რეპროდუქციული მედიცინის სექტორი ელოდება კანონპროექტის ტექსტის მომზადებასა და საპარლამენტო განხილვების დაწყებას. მისი მთავარი გზავნილი კანონმდებლების მიმართ ის არის, რომ სახელმწიფომ აკრძალვის ნაცვლად დასავლური, მაგალითად, ნიუ-იორკის შტატის გამოცდილება გაიზიაროს: იქ სუროგაციის დაშვებამდე სფერო საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციეს, დაარეგისტრირეს სააგენტოები და დაიცვეს როგორც პაციენტის, ისე სუროგატის უფლებები.

„სწორედ ეს გვინდა ჩვენც - რომ [სუროგაციის] სააგენტოები საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცნენ და როგორც პაციენტის, ისე სუროგატის უსაფრთხოება დაცული იყოს. [სუროგაციის აკრძალვა] ჯერ მხოლოდ ინიციატივაა, შემდეგ კანონპროექტი უნდა დაიწეროს და განხილვები პარლამენტში გაიმართოს. იმედი გვაქვს, ამ პროცესში ჩვენც ჩაგვრთავენ, აზრს გვკითხავენ და ჩვენს მოსაზრებას მოისმენენ“, - აღნიშნა „რეპროარტის“ დამფუძნებელმა ლიკა ჭყონიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ ინიციატივა პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდებარუსთავი 2
  • "ეს არის პიარ-კამპანია, რომ გადაფარონ საპატრიარქოსთან სერიოზული პრობლემების პროცესი" - დეა მეტრეველი სუროგაციის აკრძალვაზეტვ პირველი
  • სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაციაფორმულა
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
აკრძალვის →პასუხი →

მსგავსი სტატიები

"სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შემცირებულია" - როგორ აისახება ლარის კურსზე?

"სავალუტო ბაზარზე სიჭარბე შემცირებულია" - როგორ აისახება ლარის კურსზე?

BM.GE

ტრამპმა ფაშინიანი ვაშინგტონში მიიწვია

ტრამპმა ფაშინიანი ვაშინგტონში მიიწვია

BM.GE

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კომპანია „Skillwill“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კომპანია „Skillwill“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

BM.GE

Anthropic-ის თანადამფუძნებლებმა IPO-ს დღეს $2 მილიარდის აქციები გაყიდეს

Anthropic-ის თანადამფუძნებლებმა IPO-ს დღეს $2 მილიარდის აქციები გაყიდეს

BM.GE