მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტაილანდმა 49 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა შეაჩერა
ტაილანდმა 49 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა შეაჩერა

ტაილანდმა 49 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა შეაჩერა

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 01:54|bm.ge

ტაილანდის მთავრობამ 49 მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დროებით შეაჩერა. ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ენერგოტევადი ობიექტების მიერ ადგილობრივ თემებსა და რესურსებზე უარყოფითი ზეგავლენის გამო საზოგადოებრივი უკმაყოფილების ზრდას უკავშირდება.

ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებას ისახავს მიზნად, რომელსაც ხელისუფლება ერთ თვეში წარადგენს. როგორც ცნობილია, მიღებული ზომა ინვესტიციების ბლოკირებას არ ნიშნავს, რადგან სექტორს ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობას სურს მკაფიო და თანმიმდევრული სტანდარტების დაწესება, რათა ინდუსტრიის მდგრადი განვითარება შენარჩუნდეს, თუმცა ამ პროცესში მოსახლეობის უფლებები არ დაირღვეს და ქვეყანაში ენერგეტიკული დეფიციტი არ გაჩნდეს. კანონმდებლების თქმით, ახალი წესები როგორც მოქმედ, ისე მშენებარე ობიექტებზე გავრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, ტაილანდში ტექნოლოგიური ინვესტიციები რეკორდულად გაიზარდა. საინვესტიციო საბჭოს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში მთავრობამ $27 მილიარდის ღირებულების 88 პროექტი დაამტკიცა, რაც 2025 წლის მთლიან მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ქვეყანა Google-ის, Amazon-ისა და Microsoft-ის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა, რასაც იქ არსებული კანონმდებლობა, გეოგრაფია და სამთავრობო პროგრამები უწყობს ხელს. ქვეყანაში ამჟამად 35 მონაცემთა ცენტრი ოპერირებს, ხოლო 117 საინვესტიციო განაცხადი განხილვის ეტაპზეა შეჩერებული.

ექსპერტების შეფასებით, Data-ცენტრების მშენებლობა ქვეყანას ეკონომიკური ზრდის არნახულ ბუსტს აძლევს, თუმცა ამ ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებას შესაბამისი ენერგეტიკული სისტემა სჭირდება, რომელიც ამჟამად ტაილანდში სათანადოდ გამართული არ არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნარუსთავი 2
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდაფორმულა
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

სურსათის ფასები ევროპაში: სად ღირს საკვები ყველაზე ძვირი/იაფი?

სურსათის ფასები ევროპაში: სად ღირს საკვები ყველაზე ძვირი/იაფი?

BM.GE

ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების კოლექციები

ცნობილი ადამიანების ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების კოლექციები

BM.GE

რომელ ქვეყნებს აქვთ IMF-ის ყველაზე დიდი ვალი?

რომელ ქვეყნებს აქვთ IMF-ის ყველაზე დიდი ვალი?

BM.GE

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

AI-მ მიაგნო ხარვეზს, რომელიც ვებსაიტების 70%-ისთვის საფრთხის შემცველია

BM.GE