მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტაილანდში წყალდიდობას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა - ზარალი $360 მილიონს აღემატება
ტაილანდში წყალდიდობას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა - ზარალი $360 მილიონს აღემატება

ტაილანდში წყალდიდობას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა - ზარალი $360 მილიონს აღემატება

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 22:36|bm.ge

ტაილანდში გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამშაბათს განაცხადეს. სტიქიის ეპიცენტრში მოქცეული დედაქალაქიდან, ბანგკოკიდან წყლის დონე ნელ-ნელა იკლებს, თუმცა ქალაქის მთავარ აეროპორტში ქაოსია, მთავრობამ კი მრავალმილიონიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.

გასულ კვირას ბანგკოკში სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 320 მმ ნალექი მოვიდა, რაც თითქმის უტოლდება იმ ნორმას, რასაც ეს დაბლობზე გაშენებული მეგაპოლისი მთელი სექტემბრის განმავლობაში იღებს.

ქალაქის გუბერნატორმა ჩადჩარტ სიტიპუნტმა განაცხადა, რომ ბანგკოკის მთავარი მაგისტრალებიდან წყლის გადინებას ორ დღეში ელის, თუმცა სხვა დატბორილი ტერიტორიების გაწმენდას შესაძლოა ერთ კვირამდე დასჭირდეს.

"აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს იმ ადგილებში, სადაც წყლის დონემ დაიწია", - აღნიშნა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 16 სექტემბრიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი - ბანგკოკში.

ბანგკოკი სტიქიით დაზარალებულ 42 პროვინციას შორისაა. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობამ 20-ზე მეტ პროვინციაში 367 მილიონი დოლარის ზარალი გამოიწვია, რაც ტურიზმზე დამოკიდებულ ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწვება.

მიუხედავად იმისა, რომ ბანგკოკის მთავარი აეროპორტები მუშაობას აგრძელებს, ქვეყნის უდიდეს - აეროპორტში სრული ქაოსი შეიქმნა. ავიაკომპანია Thai Airways"-ის განცხადებით, მათი მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებულია, რადგან პერსონალის ნახევარმა სტიქიის გამო სამსახურში გამოცხადება ვერ შეძლო. კომპანიამ სამშაბათს ბანგკოკიდან დაგეგმილი რეისების დაახლოებით 30%-ის (30 ფრენა) გაუქმება დააანონსა, პარალელურად კი აეროპორტში ჩარჩენილი 5 600-მდე ბარგის პრობლემას ებრძვის.

"ბოლო ორი დღის განმავლობაში რეისების თითქმის 100% გადაიდო, განრიგის მიხედვით კი 3%-ზე ნაკლები შესრულდა, რადგან საოპერაციო სიმძლავრეების შენარჩუნება ვერ მოხერხდა", - განაცხადა Thai Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩაი ეამსირმა და დასძინა, რომ ფრენების შემცირებული გრაფიკი სულ მცირე სამ დღეს გაგრძელდება.

სამშაბათს გამართულ სხდომაზე ტაილანდის მთავრობამ სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად 4 მილიარდ ბატზე მეტი (119 მილიონი დოლარი) დაამტკიცა - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ანუტინ ჩარნვირაკულმა. მისივე თქმით, მწვანე შუქი აენთო კიდევ ერთ, გრძელვადიან სადრენაჟო პროექტსაც, რომლის ღირებულებაც 160 მილიარდი ბატია (4.8 მილიარდი დოლარი).

პრემიერის განმარტებით, ამ პროექტის დასრულებას რვა წელი დასჭირდება და ის ცენტრალურ რეგიონში, ბანგკოკსა და მის შემოგარენში წყალდიდობებისგან დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 134 სტატია.

  • მძარცველებმა პარიზის საიუველირო მაღაზიიდან ერთ მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ნივთები წაიღესფორმულა
  • გაშიფრულია დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების სქემა - მითვისებულია ნახევარ მილიონ ლარზე მეტიტვ პირველი
  • მილიონზე ნაკლები ადამიანის ხმების უფლების შეზღუდვა ხდება ოფიციალურად - ირაკლი ფავლენიშვილი პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

BM.GE

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

BM.GE

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE