მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 16:42|bm.ge

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს. ინფორმაციას IPN აქვეყნებს.

მათ N12 პენიტენციური დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

ინფორმაციისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა სასჯელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე იხდიდნენ.

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოში კი ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათი მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს. კერძოდ კი, ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების მიხედვით, მან ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი ქრთამის სახით ირაკლი ღარიბაშვილის ხელზე გადასცა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.

ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პენიტენციური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • სახალხო დამცველმა პენიტენციურში ადვოკატების ჩანაწერების დაცვაზე იუსტიციის მინისტრს მიმართაფორმულა
  • პენიტენციური სამსახური: №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნარუსთავი 2
  • პენიტენციური: "ტყუილია ინფორმაცია გიორგი ფეიქრიშვილის ცემაზე"ტვ პირველი
  • სალია: გარკვეულ ძალებს სურთ შექმნან დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებშინეტგაზეთი
პენიტენციური →

მსგავსი სტატიები

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

დემოკრატები უკრაინისთვის $15-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ამზადებენ

BM.GE