მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის 1 800 მიწის ნაკვეთის ₾93 მილიონად გამოსყიდვა იგეგმება
თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის 1 800 მიწის ნაკვეთის ₾93 მილიონად გამოსყიდვა იგეგმება

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის 1 800 მიწის ნაკვეთის ₾93 მილიონად გამოსყიდვა იგეგმება

BM.GE28 ივლისი, 2026, 19:25|bm.ge

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მიმდებარედ დაგეგმილი რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქისთვის სახელმწიფოს კერძო მესაკუთრეებისგან დაახლოებით 1 800 მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა აქვს დაგეგმილი. ამ ეტაპზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება 93.2 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის არეალში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 1 797 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 1 579 000 კვადრატული მეტრია. აღნიშნული ქონებების შეფასებული ღირებულება 93 203 172 ლარს შეადგენს.

ამ მონაცემებით, მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის საშუალო ფასი დაახლოებით 59 ლარია ერთ კვადრატულ მეტრზე.

ფონდმა აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატ სოფიო ხორგუანს სადეპუტატო კითხვის პასუხად მიაწოდა. უწყების განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პროექტის არეალში მოქცეული უძრავი ქონებები შეაფასა, რის შემდეგაც კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები დაიწყო.

ამ ეტაპზე სახელმწიფოს უკვე გამოსყიდული აქვს 557 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 475 165 კვადრატული მეტრია. ამ ქონებებზე გადახდილია 28 034 731 ლარი, რაც ასევე დაახლოებით 59 ლარს შეადგენს ერთ კვადრატულ მეტრზე.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, მათ შორის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის მომზადება, ასევე სამშენებლო სამუშაოები და ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა ფონდს საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის განკარგულებით დაევალა.

რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაგეგმილია რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქში შესვლამდე, გაჩიანის ხიდის ქვედა არეალში. აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია, ნაწილი კი კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნის.

რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქი მთავრობის მიერ გასული წლის ბოლოს დაანონსებული საუნივერსიტეტო რეფორმის ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უნივერსიტეტების, სტუდენტური საცხოვრებლების, პროფესორ-მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სივრცეების, რეკრეაციული ზონებისა და სასწავლო პროცესისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.

მთავრობის გეგმით, რუსთავის ახალი საუნივერსიტეტო კამპუსი 40 ათასი სტუდენტის მიღებას შეძლებს.

რუსთავის გარდა, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ქუთაისშიც იგეგმება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუნივერსიტეტო ქალაქების პროექტებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებების სავარაუდო ღირებულება 800 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტების არეალში მოქცეული უძრავი ქონებების შეფასებისა და გამოსყიდვის სავარაუდო ღირებულება 210 მილიონი ლარია.

პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება, მშენებლობა და ზედამხედველობა, 2026-2032 წლებში განხორციელდება, თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი ინფრასტრუქტურის პროექტირება არ დაწყებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 181 სტატია.

  • რას ფიქრობს შეერთებული შტატების დიპლომატიური მისია ბრიუსელის მოთხოვნასა და „მაგას“ წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე - ბრიუსელის ულტიმატუმი, ვაშინგტონის დუმილი და თბილისის მკაცრი პასუხი.„ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • შსს: თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლაფორმულა
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

BM.GE

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

BM.GE