
თბილისიდან კატარში ირანის ომის გამო შეჩერებული რეგულარული ფრენები განახლდა
27 თებერვლის შემდეგ პირველად Qatar Airways-მა და კიდევ რამდენიმე ავიაკომპანიამ დოჰას მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება განაახლეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია "ტავ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე რეისები ყოველდღიურად შესრულდება.
მიმდინარე წლის თებერვალში ისრაელმა და აშშ-მა მასშტაბიანი იერიში მიიტანეს ირანზე, თავდასხმების დროს მოკლული იქნა არაერთი სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, მათ შორის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. ირანმა საპასუხოდ დაარტყა ისრაელის, ასევე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს მეზობელ არაბულ ქვეყნებში. რეგიონში სამხედრო დაპირისპირების გამო, არაერთი ფრენა გაუქმდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მიმდინარე კვირაში ირან-აშშ-მა სამშვიდობო შეთანხმებაზე განაცხადეს, ასევე მიმდინარე კვირაში სრულად უნდა გაიხსნას აქამდე ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე.
BM.GE
წყარო: bm.ge