მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება - "ტავ ჯორჯია"
თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება - "ტავ ჯორჯია"

თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება - "ტავ ჯორჯია"

BM.GE13 ივლისი, 2026, 12:29|bm.ge

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. პროექტის ფარგლებში „ტავ ჯორჯია“ 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა არსებულთან შედარებით გაორმაგდება.

საინვესტიციო პროექტი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის ზრდით. 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის - 5.4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის შედეგადაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად სრულად იქნა ათვისებული.

პროექტის ფარგლებში:

• გაორმაგდება მგზავრთგა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და 10-მდე გაიზრდება; • მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომი; • ტერმინალს დაემატება 9 ახალი სარეგისტრაციო დახლი; • გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი; • დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი; • განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება; • გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობა.

"პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს,, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” (UAG) და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ,,ტავ ჯორჯიას“კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო კომპანიამ აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებისა და 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება.

ხელშეკრულების შესაბამისად, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ” უკვე მიიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee). ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების’’ წლიური შემოსავალი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის მმართველი კომპანიის მიერ ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ავიამიმართულებების განვითარებას, საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვასა და საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ტავ ჯორჯია“ არის Groupe ADP-ის წევრი TAV Airports-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

HT Solutions-მა მეშვიდედ გააერთიანა საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა - Change Inspire 2026-ზე

HT Solutions-მა მეშვიდედ გააერთიანა საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემა - Change Inspire 2026-ზე

BM.GE

„ევროკრედიტი“ რეგიონულ ექსპანსიას აგრძელებს - ახალი ფილიალი საჩხერეში გაიხსნა

„ევროკრედიტი“ რეგიონულ ექსპანსიას აგრძელებს - ახალი ფილიალი საჩხერეში გაიხსნა

BM.GE

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ღირებულება აშშ-ირანის შეტაკების ფონზე?

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ღირებულება აშშ-ირანის შეტაკების ფონზე?

BM.GE

27 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ყველაზე სწრაფი განვითარება საქართველოდან იკვეთება - ფრენკ მერეიდე

27 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ყველაზე სწრაფი განვითარება საქართველოდან იკვეთება - ფრენკ მერეიდე

BM.GE