მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის ბიუჯეტი ₾26.5 მილიონით იზრდება | საკრებულომ კორექტირებას მხარი დაუჭირა
თბილისის ბიუჯეტი ₾26.5 მილიონით იზრდება | საკრებულომ კორექტირებას მხარი დაუჭირა

თბილისის ბიუჯეტი ₾26.5 მილიონით იზრდება | საკრებულომ კორექტირებას მხარი დაუჭირა

BM.GE11 აგვისტო, 2026, 16:07|bm.ge

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსია, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა. თბილისის ბიუჯეტი 26.5 მილიონი ლარით გაიზარდა და მისი ჯამური ასიგნებები 2.66 მილიარდი ლარი იქნება. ამასთან, ბიუჯეტის დოკუმენტში მითითებულია, რომ დაფინანსების ზრდის წყარო ბიუჯეტის ნაშთზე არსებული სახსრებია.

განახლებული ბიუჯეტის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში რამდენიმე პროგრამის დაფინანსება იზრდება, ნაწილი კი მცირდება.

დაფინანსება იზრდება:

• გლდანის რაიონში გზების მოვლა-შეკეთება — 400 ათასი ლარით; • ნაძალადევის რაიონში გზების მოვლა-შეკეთება — 2 მლნ ლარით; • დიდუბის რაიონში გზების მოვლა-შეკეთება — 400 ათასი ლარით; • ვაკის რაიონში გზების მოვლა-შეკეთება — 800 ათასი ლარით; • სამგორის რაიონში გზების მოვლა-შეკეთება — 1.4 მლნ ლარით; • ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების გამაგრება — 2 მლნ ლარით; • ღონისძიებების უზრუნველყოფა — 4 მლნ ლარით; • უკანონო ნაგებობების დემონტაჟი — 200 ათასი ლარით; • ნაძალადევის რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებები — 1.6 მლნ ლარით; • ვაკის რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებები — 300 ათასი ლარით; • სამგორის რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებები — 2.5 მლნ ლარით; • კრწანისის რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებები — 2.9 მლნ ლარით.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამების დაფინანსება იზრდება:

• დიდუბე — 100 ათასი ლარით; • ჩუღურეთი — 200 ათასი ლარით; • ვაკე — 1.5 მლნ ლარით; • სამგორი — 700 ათასი ლარით; • მთაწმინდა — 500 ათასი ლარით.

ავარიული/დანგრეული სახლების მცხოვრებლებისთვის კომპენსაციები იზრდება:

• გლდანი — 200 ათასი ლარით; • ნაძალადევი — 100 ათასი ლარით; • ვაკე — 80 ათასი ლარით; • საბურთალო — 350 ათასი ლარით; • ისანი — 300 ათასი ლარით; • სამგორი — 800 ათასი ლარით; • მთაწმინდა — 1.1 მლნ ლარით.

ასევე იზრდება სხვა სოციალური დახმარებების დაფინანსება ნაძალადევში (100 ათასი ლარით), ისანში (150 ათასი ლარით) და სამგორში (200 ათასი ლარით).

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით:

• ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დაფინანსება — 130 ათასი ლარით; • ახმეტელის თეატრი — 105 ათასი ლარით; • პანტომიმის სახელმწიფო თეატრი — 20 ათასი ლარით; • ხელოვნების ძეგლებისა და პანთეონების მოვლა — 800 ათასი ლარით; • კულტურის სფეროს განვითარება — 500 ათასი ლარით; • სპორტული ღონისძიებები — 1.5 მლნ ლარით; • სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მშენებლობა — 1.748 მლნ ლარით; • უფროსი თაობისთვის სპორტული პროგრამები — 250 ათასი ლარით; • ახალგაზრდული ღონისძიებები — 697.7 ათასი ლარით; • თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრები — 561.6 ათასი ლარით.

ასევე იზრდება გლდანის, დიდუბისა და ჩუღურეთის კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება, თითოეულ შემთხვევაში 50-60 ათასი ლარით. ინკლუზიური ხელოვნებისა და განათლების პროგრამის დაფინანსება იზრდება 50 ათასი ლარით.

სხვა მიმართულებებით დაფინანსება იზრდება:

• თბილისის საკრებულო — 1.8 მლნ ლარით; • უსაფრთხოების საქალაქო სამსახური — 564.3 ათასი ლარით; • ქონების მართვის სააგენტო — 3 მლნ ლარით; • მთაწმინდის რაიონის გამგეობა — 100 ათასი ლარით.

დაფინანსება მცირდება:

• ისნის რაიონში გზების მოვლა-შეკეთება — 1.4 მლნ ლარით; • მთაწმინდის რაიონში გზების მოვლა-შეკეთება — 600 ათასი ლარით; • გლდანის რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებები — 400 ათასი ლარით; • ჩუღურეთის რაიონში კეთილმოწყობის ღონისძიებები — 200 ათასი ლარით; • ქალაქის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა — 12.1 მლნ ლარით; • ჩუღურეთში უფასო სასადილოების მომსახურება — 50 ათასი ლარით; • ისანში უფასო სასადილოების მომსახურება — 250 ათასი ლარით; • დიდუბეში სხვა სოციალური დახმარებები — 60 ათასი ლარით; • თბილისის საჯარო სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები — 110 ათასი ლარით; • სპორტული მოედნების მშენებლობა და რეკონსტრუქცია — 797.4 ათასი ლარით; • დიღმის მასივში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა — 751 ათასი ლარით; • „შემოქმედებითი თბილისი“ — 50 ათასი ლარით.

გარდა ამისა, იცვლება პროგრამის დასახელება. „სოციალური მზრუნველობის სააგენტოს ხელშეწყობის“ ნაცვლად პროგრამას ეწოდება „თბილისის ბავშვთა და მოზარდთა მზრუნველობის სააგენტოს ხელშეწყობა“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 200 სტატია.

  • გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არისფორმულა
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსიმედი
  • გალუზინი: თბილისზე გარე ზეწოლამ და ულტიმატუმებმა, რომ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვას, ის შედეგი არ გამოიღო, რისი იმედიც დასავლეთს ჰქონდატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე - განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე - განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე

BM.GE

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულ რეაბილიტაციაზე ₾3 მლნ დაიხარჯება - თბილისი ენერჯი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულ რეაბილიტაციაზე ₾3 მლნ დაიხარჯება - თბილისი ენერჯი

BM.GE

„ფერმერებისთვის საგრძნობი შეღავათია“ - რატომ დასწია მთავრობამ კონდიციური ყურძნის ქვედა ზღვარი?

„ფერმერებისთვის საგრძნობი შეღავათია“ - რატომ დასწია მთავრობამ კონდიციური ყურძნის ქვედა ზღვარი?

BM.GE

საწვავი გაძვირებას განაგრძობს - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი გაძვირებას განაგრძობს - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE