მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ფერმერებისთვის საგრძნობი შეღავათია“ - რატომ დასწია მთავრობამ კონდიციური ყურძნის ქვედა ზღვარი?
„ფერმერებისთვის საგრძნობი შეღავათია“ - რატომ დასწია მთავრობამ კონდიციური ყურძნის ქვედა ზღვარი?

„ფერმერებისთვის საგრძნობი შეღავათია“ - რატომ დასწია მთავრობამ კონდიციური ყურძნის ქვედა ზღვარი?

BM.GE11 აგვისტო, 2026, 15:33|bm.ge

„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილება მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

„კახეთის რეგიონში, 100-ზე მეტი სოფლის მევენახეებთან გამართული შეხვედრების შედეგად და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავწიოთ კონდიციური საფერავის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე, რაც ფერმერებისთვის საგრძნობი შეღავათია“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, მოახდინოს ყურძნის რეალიზაცია და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი ფასებით ჩაიბარებს. კერძოდ, კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება, ხოლო არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება. არაკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 20%-მდეა ან/და რომელიც ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული ყურძნის შემთხვევაში - 0,30 ლარი იქნება.

„ყურძნის ხარისხის მიხედვით ფასთა სხვაობა გასულ წელს რთველში წარმატებით დაინერგა, რამაც მევენახეებს მისცა სტიმული, ეზრუნათ ყურძნის ხარისხსა და კონდიციურობაზე. თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მეტი აქცენტია გასაკეთებელი ხარისხთან მიმართებით. ქართული მევენახეობა-მეღვინეობის მომავალი ეფუძნება მხოლოდ მაღალ ხარისხსა და უნიკალურობას“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მთავრობამ 2026 წლის რთველში შესასყიდი ყურძნის ფასები შეცვალა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 158 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნორუსთავი 2
  • კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა - კოლუმბიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობაიმედი
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე - განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე - განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე

BM.GE

თბილისის ბიუჯეტი ₾26.5 მილიონით იზრდება | საკრებულომ კორექტირებას მხარი დაუჭირა

თბილისის ბიუჯეტი ₾26.5 მილიონით იზრდება | საკრებულომ კორექტირებას მხარი დაუჭირა

BM.GE

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულ რეაბილიტაციაზე ₾3 მლნ დაიხარჯება - თბილისი ენერჯი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულ რეაბილიტაციაზე ₾3 მლნ დაიხარჯება - თბილისი ენერჯი

BM.GE

საწვავი გაძვირებას განაგრძობს - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი გაძვირებას განაგრძობს - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE