
თბილისის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რუკა შექმნა
BM.GE|bm.ge
თბილისის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რუკა შექმნა. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პირველად შემუშავდა თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რუკა უბნების მიხედვით, სადაც დატანილია ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები.
საინფორმაციო რუკები მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების ახლად მოწყობილ მოსაცდელებსა და ასევე, თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდა.
აღნიშნულ ბმულზე მოცემულია ინფორმაცია სატრანსპორტო სერვისების, ბარათებისა და შეღავათიანი ტარიფების შესახებ.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge