მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია - კახა კალაძე
თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია - კახა კალაძე

თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია - კახა კალაძე

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 16:53|bm.ge

2026-2027 სასწავლო წლის რეგისტრაციის შედეგად, თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა, თუმცა ამ ეტაპზე 8 000-ზე მეტი ადგილი კვლავ ვაკანტურია - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად, თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ახალ სასწავლო წელს აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღო სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე მდებარე N168 ბაგა-ბაღმა, რომელიც 12 სააღმზრდელო ჯგუფზე არის გათვლილი:

"ეს გახლავთ სრულიად ახალი საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე. ის 12 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. ამჟამად ბაღში 150-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული".

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, არდადეგებზე დედაქალაქის 24 საბავშვო ბაღში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა - განახლდა ინტერიერი, ფასადები და ეზოების ინფრასტრუქტურა.

"სამუშაოები, რიგ შემთხვევებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა ასევე იმ ბაღებში, სადაც დაწყებულია ან დაგეგმილია ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ეს პროცესი 2030 წლამდე უნდა დასრულდეს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლააიმედი
  • თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართაფორმულა
  • თბილისის რამდენიმე რაიონს 15 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • ახალი სახელოვნებო სივრცე თბილისის გულშიტვ პირველი
თბილისში →კალაძე →

მსგავსი სტატიები

ბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება - ევროკომისიის პრეზიდენტი

ბულგარეთში რეგიონული დაკავშირებადობის სამიტი გაიმართება - ევროკომისიის პრეზიდენტი

BM.GE

როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?

როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?

BM.GE

ეტნას ვულკანის ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა

ეტნას ვულკანის ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა

BM.GE

დღეს შემიძლია განვაცხადო ახალ პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროპულ ბაზართან - ურსულა ფონ დერ ლაიენი

დღეს შემიძლია განვაცხადო ახალ პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს ევროპულ ბაზართან - ურსულა ფონ დერ ლაიენი

BM.GE