მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის შემოვლითი გზის დასაფინანსებლად მთავრობა ADB-ისგან $250-მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს
თბილისის შემოვლითი გზის დასაფინანსებლად მთავრობა ADB-ისგან $250-მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს

თბილისის შემოვლითი გზის დასაფინანსებლად მთავრობა ADB-ისგან $250-მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს

BM.GE8 ივლისი, 2026, 20:20|bm.ge

თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე ლოტები აზიის განვითარების ბანკის კრედიტით დაფინანსება იგეგმება - ამის შესახებ მთავრობის 6 ივლისის განკარგულებაში არის აღნიშნული, რომელშიც მითითებულია რომ მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს მისცა ნება გააფორმოს შესაბამისი სასესხო შეთანხმება. თავად აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კრედიტის მოცულობა $250 მილიონი დოლარი (660 მილიონი ლარი) იქნება. პროექტი ჯერჯერობით ADB-ის მმართველობითი საბჭოს დასტურს საჭიროებს, რის შემდეგაც მხარეთა შორის მისი ხელმოწერა და რატიფიკაცია შედგება.

19 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ამ ლოტებისთვის საერთაშორისო ტენდერები გამოაცხადა.

თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე ლოტი მოიცავს დაახლოებით 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მეხუთე ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს და შექმნის სწრაფ და უსაფრთხო კავშირს რუსთავს, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, აეროპორტსა და ახალ ინდუსტრიულ ზონებს შორის.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთდროულად ემსახურება როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო ნაკადების ზრდას, მგზავრობის დროის შემცირებას, რეგიონული და საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესებასა და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, რუსთავის ინდუსტრიული ზონისა და კახეთის მიმართულებით გადაადგილების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ინტერესის გამოხატვა ინგლისურ ენაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში არაუგვიანეს 2026 წლის 3 აგვისტოს 16:00 სთ-ისა (თბილისის დროით) უნდა წარადგინონ.

სამუშაოების დაწყებიდან მე-4 ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვეს, ხოლო მე-5 ლოტის მშენებლობის ვადა 20 თვეს შეადგენს.

ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრის სიგრძისაა და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. უფრო დეტალურად, 2025 წლის დეკემბერში გამოცხადებულ წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან 490 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში წინადადებების შეფასება უკვე მიმდინარეობს, აღნიშნულ ტენდერში არცერთმა მონაწილემ არ წარადგინა 490 მილიონ ლარზე დაბალი ფასი და წარდგენილი წინადადებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის ტენდერს, მასში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო და ამჟამად წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერი 932 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოცხადდა, თუმცა მასში დაფიქსირებული მინიმალური ფასი 950 მილიონი ლარი, მაქსიმალური ფასი კი 1.16 მილიარდი ლარია.

აეროპორტი-ლოჭინის 8.7-კილომეტრიანი მონაკვეთი:

ლოჭინი-რუსთავის 10.2-კილომეტრიანი მონაკვეთი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობსიმედი
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
  • შსს: თბილისში მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს, ფაქტზე 5 პირი დავაკავეთფორმულა
  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE

მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

მთავრობამ საწვავის აქციზიდან 2026 წლის 7 თვეში 442 მილიონი ლარი მიიღო

BM.GE

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

2026 წლის პირველ 7 თვეში მთავრობამ პრივატიზაციიდან 115 მლნ მიიღო

BM.GE

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE