მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთები ADB-ის $250-მილიონიანი სესხით აშენდება
თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთები ADB-ის $250-მილიონიანი სესხით აშენდება

თბილისის შემოვლითი გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთები ADB-ის $250-მილიონიანი სესხით აშენდება

BM.GE30 ივლისი, 2026, 14:49|bm.ge

თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე ლოტები აზიის განვითარების ბანკის (ADB) კრედიტით დაფინანსდება - ამის შესახებ დღეს ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. საქართველოს მთავრობა პროექტის დაფინანსების შესახებ მოლაპარაკებებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა.

ცნობისთვის, 19 ივნისს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ მონაკვეთებისთვის საერთაშორისო ტენდერები გამოაცხადა.

მეოთხე ლოტი მოიცავს დაახლოებით 8.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. მეხუთე ლოტის სიგრძე 10.2 კილომეტრია და თბილისის შემოვლითი გზის სამხრეთ მონაკვეთს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი E60 საერთაშორისო ავტომაგისტრალს (აზერბაიჯანის მიმართულება) კახეთის გზატკეცილთან დააკავშირებს და შექმნის სწრაფ და უსაფრთხო კავშირს რუსთავს, თბილისის აღმოსავლეთ ნაწილს, აეროპორტსა და ახალ ინდუსტრიულ ზონებს შორის.

თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) მნიშვნელოვანი ნაწილია და ერთდროულად ემსახურება როგორც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ისე დედაქალაქის სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო ნაკადების ზრდას, მგზავრობის დროის შემცირებას, რეგიონული და საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესებასა და ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, რუსთავის ინდუსტრიული ზონისა და კახეთის მიმართულებით გადაადგილების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

დაინტერესებულმა კომპანიებმა ინტერესის გამოხატვა ინგლისურ ენაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში არაუგვიანეს 2026 წლის 3 აგვისტოს უნდა წარადგინონ.

სამუშაოების დაწყებიდან მე-4 ლოტის მშენებლობის ვადა 30 თვეს, ხოლო მე-5 ლოტის მშენებლობის ვადა 20 თვეს შეადგენს.

ცნობისთვის, თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) საერთო ჯამში დაახლოებით 49 კილომეტრის სიგრძისაა და რამდენიმე ლოტად ხორციელდება. პროექტის მე-2 და მე-3 ლოტების მშენებლობისთვის სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. უფრო დეტალურად, 2025 წლის დეკემბერში გამოცხადებულ წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან 490 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში წინადადებების შეფასება უკვე მიმდინარეობს, აღნიშნულ ტენდერში არცერთმა მონაწილემ არ წარადგინა 490 მილიონ ლარზე დაბალი ფასი და წარდგენილი წინადადებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთის ტენდერს, მასში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო და ამჟამად წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერი 932 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოცხადდა, თუმცა მასში დაფიქსირებული მინიმალური ფასი 950 მილიონი ლარი, მაქსიმალური ფასი კი 1.16 მილიარდი ლარია.

აეროპორტი-ლოჭინის 8.7-კილომეტრიანი მონაკვეთი:

ლოჭინი-რუსთავის 10.2-კილომეტრიანი მონაკვეთი

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდაზე ფინანსთა სამინისტროს უარს პასუხობს

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდაზე ფინანსთა სამინისტროს უარს პასუხობს

BM.GE

რუსთავში ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს - მშენებლობაზე ₾81 მლნ იხარჯება

რუსთავში ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს - მშენებლობაზე ₾81 მლნ იხარჯება

BM.GE

ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო - საბანკო ასოციაციის გაფრთხილება

ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო - საბანკო ასოციაციის გაფრთხილება

BM.GE

ტურიზმის შემოსავლები II კვარტალში 13%-ით შემცირდა - რამდენს ხარჯავენ უცხოელი ტურისტები?

ტურიზმის შემოსავლები II კვარტალში 13%-ით შემცირდა - რამდენს ხარჯავენ უცხოელი ტურისტები?

BM.GE