მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება - ბიუჯეტის პროექტი
თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება - ბიუჯეტის პროექტი

თბილისში 259-საწოლიანი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება - ბიუჯეტის პროექტი

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 17:25|bm.ge

თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ახალი ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური საავადმყოფოს აშენება იგეგმება. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაშია ასახული.

დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულება 259-საწოლიანი იქნება. აქედან 174 საწოლი ფსიქიატრიულ, ხოლო 85 საწოლი ნარკოლოგიურ მიმართულებას დაეთმობა. პროექტის საერთო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ ინიციატივის მთავარი მიზანია „არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურისა და საწოლფონდის დეფიციტის აღმოფხვრა, სამედიცინო სიმძლავრეების გაფართოება და ახალი, სპეციალიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და უსაფრთხო სერვისების დანერგვა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა“.

პროექტის განხორციელების განრიგი ასე გადანაწილდა:

• 2027–2031 წლებში: სამშენებლო სამუშაოებისთვის ყოველწლიურად 8 მილიონი ლარი გამოიყოფა; • 2030–2031 წლებში: ტექნოლოგიური აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 10 მილიონი ლარი (2030 წელს - 6 მლნ, ხოლო 2031 წელს - 4 მლნ ლარი).

შეგახსენებთ, 2023 წელს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ "„დღეს, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა ამ საწოლების რაოდენობა მინიმუმ გასაორმაგებელია". bm.ge შეეცდება გაარკვიოს, რამდენი საწოლია დღეს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 217 სტატია.

  • ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წელი - საიუბილეო თარიღი და მასშტაბური კონფერენცია თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროსფორმულა
  • ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოს მატარებლები საქართველოში ჩამოვა - გიორგი შარკოვი თბილისის მეტროს განახლების შესახებრუსთავი 2
  • სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან - თბილისში სტუდენტი დაჭრესტვ პირველი
თბილისის →პროექტი →

მსგავსი სტატიები

არგენტინა ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას იწყებს

არგენტინა ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას იწყებს

BM.GE

როგორ ემსახურებიან უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღიურად 1.70 ლარად? - მერიის განმარტება

როგორ ემსახურებიან უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღიურად 1.70 ლარად? - მერიის განმარტება

BM.GE

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

BM.GE

ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

BM.GE