
თბილისში, "დელტას" ქარხანაში ხანძარია
BM.GE|bm.ge
თბილისში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ქარხანაში ხანძარია.
როგორც BMG-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამჟამად ადგილზე მუშაობენ.
სამსახურში დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო საწარმოა. მისი ძირითადი საქმიანობა სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შექმნა, წარმოება და მოდერნიზაციაა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge