
თბილისში მშენებლობის ნებართვების გაცემა შემცირდა – რომელ უბნებში შენდება ყველაზე მეტი ბინა?
თბილისში საცხოვრებელი მშენებლობების ნებართვების გაცემის კლების ტენდენცია გრძელდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურებაზე მიუთითებს - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ "გალტ & თაგარტის" კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი დედაქალაქში ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აპრილში ნებართვა 9 საცხოვრებელ პროექტზე გაიცა, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართობმა 113,216 კვ.მ. შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (2025 წლის აპრილი – 246,000 კვ.მ.) შედარებით 54.0%-ით არის შემცირებული.
კლების მკაფიო ტენდენცია ფიქსირდება მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის ჯამურ მონაცემებშიც. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-აპრილში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წლიურად 32.3%-ით შემცირდა და 44 ერთეული შეადგინა (გასული წლის 4 თვეში 65 ნებართვა გაიცა).
ამავე პერიოფში, ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი 40.0%-ით შემცირდა და 352,000 კვ.მ.-ს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 587,000 კვ.მ. იყო).
რომელ უბნებში გაიცა ყველაზე მეტი ნებართვა?
2026 წლის პირველი 4 თვის მონაცემებით, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის მიხედვით თბილისის უბნები შემდეგნაირად ნაწილდება:
დიდი დიღომი– 114,000 კვ.მ.კრწანისი– 90,000 კვ.მ.სამგორი– 56,000 კვ.მ.საბურთალო– 29,000 კვ.mისანი– 23,000 კვ.მ.დიდუბე– 12,000 კვ.მ.ჩუღურეთი– 12,000 კვ.მ.ვაკე– 9,000 კვ.მ.გლდანი– 5,000 კვ.მ.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, მიწოდების მხარეს არსებული ეს კორექტირება დადებითი სიგნალია ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ხელს უშლის ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკების გაჩენას.
BM.GE
წყარო: bm.ge