მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება უახლოეს პერიოდში დაიწყება - სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება | კახა კალაძე
თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება უახლოეს პერიოდში დაიწყება - სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება | კახა კალაძე

თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება უახლოეს პერიოდში დაიწყება - სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება | კახა კალაძე

BM.GE21 მაისი, 2026, 00:40|bm.ge

თბილისის მასშტაბით დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს პერიოდში, ძირითადად ღამის საათებში განხორციელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძე განაცხადა.

მისი თქმით, ზამთრის სეზონის შემდეგ შექმნილმა უამინდობამ და ტემპერატურის მკვეთრმა მერყეობამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურა, რის გამოც რიგ მონაკვეთებზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

როგორც მან აღნიშნა, უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტს მთელი ქალაქის მასშტაბით განახორციელებს. სამუშაოები შეეხება როგორც ცენტრალურ მაგისტრალებს, ისე შიდა საუბნო გზებს.

„ზამთრის სეზონიდან მოყოლებული უამინდობამ და ტემპერატურის მკვეთრმა ცვალებადობამ დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. არსებობს კონკრეტული მონაკვეთები, რომლებიც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს. გამოცხადებული ტენდერის შედეგად უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით, განსაკუთრებით ღამის საათებში, როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ისე შიდა საუბნო გზებზე განახორციელებს სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი განმარტებით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება, რაც მიზნად ისახავს დღის განმავლობაში სატრანსპორტო გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილებას. ამასთან, პარალელურად რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროული სამუშაოები დაიგეგმება, რის გამოც პროცესის ორგანიზება ღამის რეჟიმში იქნება უფრო ეფექტიანი.

„რაც შეეხება აღდგენით სამუშაოებს, ისინი ძირითადად ღამის საათებში ჩატარდება. ამას თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი ხმაურის სახით, თუმცა ეს არ იქნება ხანგრძლივი. დღის განმავლობაში გზების გადაკეტვა სერიოზულ პრობლემებს ქმნის, ამიტომ სამუშაოები ღამით განხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობას გაგებისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ეტაპობრივად მოიცავს ქალაქის ყველა დაზიანებულ მონაკვეთს.

თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები, მერიის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE