მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში თაღლითობისთვის დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კოტეჯების აშენებას ჰპირდებოდა
თბილისში თაღლითობისთვის დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კოტეჯების აშენებას ჰპირდებოდა

თბილისში თაღლითობისთვის დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს კოტეჯების აშენებას ჰპირდებოდა

BM.GE14 ნოემბერი, 2026, 16:53|bm.ge

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს მოქალაქეებს თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში კოტეჯების აშენებას დაჰპირდა. ბრალდებულმა მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ წინასწარ მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეასრულა და მოტყუებით დაეუფლა მათ კუთვნილ 160 000 ლარს.

"აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოქალაქეებს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგათ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პედაგოგი დააკავესფორმულა
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
  • 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენსრუსთავი 2
  • პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - თბილისში სამი პირი დააკავესტვ პირველი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

15 ნოემბერს ამინდი გაუარესდება - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

15 ნოემბერს ამინდი გაუარესდება - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

BM.GE

აშშ-ში ფრენების ოთხსაათიანი საყოველთაო შეჩერება გაუქმდა - რამ გამოიწვია შეფერხება?

აშშ-ში ფრენების ოთხსაათიანი საყოველთაო შეჩერება გაუქმდა - რამ გამოიწვია შეფერხება?

BM.GE

რუსთაველის რეაბილიტაციის გამო აბონენტების ნაწილს წყალი 21 საათით შეუწყდება - GWP-ის განცხადება

რუსთაველის რეაბილიტაციის გამო აბონენტების ნაწილს წყალი 21 საათით შეუწყდება - GWP-ის განცხადება

BM.GE

განათლებაში ჩინეთთან პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის - გივი მიქანაძემ შეთანხმება გააფორმა

განათლებაში ჩინეთთან პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის - გივი მიქანაძემ შეთანხმება გააფორმა

BM.GE