მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Techstars-ის პროგრამის დასრულების შემდეგ, Tasteit რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს
Techstars-ის პროგრამის დასრულების შემდეგ, Tasteit რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

Techstars-ის პროგრამის დასრულების შემდეგ, Tasteit რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს

BM.GE24 სექტემბერი, 2026, 13:00|bm.ge

ქართული სტარტაპი Tasteit, აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ Techstars-ის აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრის შემდეგ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. კომპანიის თანადამფუძნებელი თეო გონგლაძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ სტარტაპს უკვე აქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ინვესტორთან, რომლებიც კომპანიაში ინვესტირებით არიან დაინტერესებული.

“უკვე გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ინვესტორთან, რომელიც დაინტერესებული არის ჩვენს კომპანიაში ინვესტირებით და ჩვენი მოლოდინი და გეგმა არის, რომ ამ სამი თვის შემდეგ რაუნდი დავხუროთ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციით და ამის შესახებ უკვე დეკემბერში გვეცოდინება ზუსტად“, - განაცხადა გონგლაძემ.

Tasteit ამერიკული Techstars-ის პროგრამაში მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ 9 სტარტაპს შორის მოხვდა და $ 220 000-ის ინვესტიციაც მიიღო. თეო გონგლაძის თქმით, აქსელერატორში მონაწილეობა კომპანიას საერთაშორისო ინვესტორთა ქსელთან წვდომასა და ამერიკულ ბაზარზე მასშტაბირების შესაძლებლობას აძლევს.

„Techstars-ში მოხვედრა აბსოლუტურად სხვა მასშტაბია. 10 000-ობით განაცხადი შედის ყოველწლიურად და მხოლოდ საუკეთესო 8 ან 9 სტარტაპი გაივლის ამ აქსელერაციის სამთვიან პროგრამას და ზუსტად ამ 9 სტარტაპში მოვხვდით ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით“, - აღნიშნა მან.

თეო გონგლაძის ინფორმაციით, მიღებული $220 000-ის ძირითადი ნაწილი პროდუქტის განვითარებასა და ამერიკულ ბაზარზე მარკეტინგულ აქტივობებს მოხმარდება. მისი თქმით, აქამდე კომპანიას ამერიკაში მარკეტინგული დანახარჯი არ ჰქონია და მიღებული დაფინანსება ამ მიმართულებით პირველი მასშტაბური ტესტირების შესაძლებლობას მისცემს.

„თანხის დიდი ნაწილი უნდა მოვახმაროთ მარკეტინგულ აქტივობებს, რადგან აქამდე არანაირი მარკეტინგული აქტივობა არ განგვიხორციელებია ამერიკულ ბაზარზე და რეალურად ეს იქნება ჩვენი პირველი მცდელობა და პირველი ტესტირება, როგორ მიიღებს ამერიკული ბაზრის ეს მასშტაბური აუდიტორია ჩვენს აპლიკაციას“, - განაცხადა Tasteit -ის თანადამფუძნებელმა.

Tasteit -ის პლატფორმას, რომელიც ადამიანებს საჭმლის გარშემო აერთიანებს, ამჟამად დაახლოებით 100 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს საქართველოში, აშშ-სა და გერმანიაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორც ყველა რეგულაციას, ამასაც ორი მხარე აქვს - ირაკლი უგლავა ღვინის სერტიფიცირების საფასურზე

როგორც ყველა რეგულაციას, ამასაც ორი მხარე აქვს - ირაკლი უგლავა ღვინის სერტიფიცირების საფასურზე

BM.GE

Grand Avenue by Archi-ს პროექტში პირველი 5*-იანი Hilton-ი გაიხსენება - ილია წულაია

Grand Avenue by Archi-ს პროექტში პირველი 5*-იანი Hilton-ი გაიხსენება - ილია წულაია

BM.GE

ფუფუნება აღარ გვაქვს, ინვესტორი ისევ ერთი ერთზე დავტოვოთ მოსახლეობასთან | ლევან ვეფხვაძე ხუდონჰესზე

ფუფუნება აღარ გვაქვს, ინვესტორი ისევ ერთი ერთზე დავტოვოთ მოსახლეობასთან | ლევან ვეფხვაძე ხუდონჰესზე

BM.GE

“დაბალი და საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტი უფრო მეტად შემოდის, რაც არ არის კარგი ტენდენცია” - ნინა კეკელიძე

“დაბალი და საშუალო მხარჯველუნარიანი ტურისტი უფრო მეტად შემოდის, რაც არ არის კარგი ტენდენცია” - ნინა კეკელიძე

BM.GE