
Tesla-ს აქციების ფასი 12%-ით, Google-ის კი 6%-ით დაეცა - რამ გამოიწვია ინვესტორების უკმაყოფილება?
ამერიკული ტექნოლოგიური და ელექტრომობილების ინდუსტრიების გიგანტების, Tesla-სა და Google-ის აქციები საფონდო ბირჟაზე სესიის დაწყებიდან მალევე მკვეთრად დაეცა.
როგორც ირკვევა, ეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კაპიტალური დანახარჯების მკვეთრი ზრდის დაანონსებამ განაპირობა. ინვესტორების შეშფოთების ფონზე, მასკის Tesla-ს აქციები უკვე 10%-ითაა შემცირებული, Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის კი, 5%-ით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული უკმაყოფილება კომპანიების ბალანსზე უარყოფითი თავისუფალი ფულადი ნაკადების დაფიქსირებამაც განაპირობა.
კომპანიებმა გუშინ ღამით გამოქვეყნებულ კვარტალურ შედეგებში მიუთითეს, რომ AI ინდუსტრიის განვითარებაზე კაპიტალურ დანახარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდიან. კერძოდ, Alphabet-ი მიმდინარე წელს კაპიტალურ დანახარჯებს $195-$205 მილიარდამდე გაზრდის, Tesla კი მხოლოდ AI-ს განვითარებაზე დამატებით 50%-ს დახარჯავს.
BM.GE
წყარო: bm.ge