მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. The Guardian-მა 2026 წლის საუკეთესო ტალანტების სიაში ანდრია ბართიშვილი შეიყვანა
The Guardian-მა 2026 წლის საუკეთესო ტალანტების სიაში ანდრია ბართიშვილი შეიყვანა

The Guardian-მა 2026 წლის საუკეთესო ტალანტების სიაში ანდრია ბართიშვილი შეიყვანა

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 22:50|bm.ge

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა, მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტი დაასახელა. The Guardian-ი რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. ამჯერად, გამოცემის რჩეულთა შორის ანდრია ბართიშვილი მოხვდა.„ბართიშვილის აღმასვლის პროცესი 2025 წლის ივნისში დაჩქარდა, როდესაც ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრებთან ნაჩვენები საოცარი თამაშისა და დუბლის შემდეგ მას „ახალი კვარაცხელია“ უწოდეს. „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილმა სადებიუტო შეხვედრა 16 წლის ასაკში ჩაატარა და ამ ასაკში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა. ბართიშვილს მარცხენა გარემარბად და ათიანის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, მას მცველებთან პირისპირ დარჩენა უყვარს და ამ უნარს ალექსის სანჩესის ელემენტებს უხამებს. სიმძიმის დაბალი ცენტრი ფეთქებადობაში ეხმარება, სხეულის მოძრაობით მეტოქეების მოტყუება შეუძლია და ფლანგიდან ცენტრისკენ აგრესიული შერბენები ახასიათებს. ბართიშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს მომენტებს უქმნის და შორიდან დარტყმა შეუძლია. 2025 წელს ის საქართველოს საუკეთესო 17-წლამდელ ფეხბურთელად დასახელდა და მომავალი სეზონიდან „არსენალის“ რიგებში იასპარეზებს“, - წერს The Guardian-ი.ცნობისთვის, ბართიშვილი „იბერია 1999“-ში იჯარის წესით თამაშობს და Crystalbet ეროვნული ლიგის 16 შეხვედრაში 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

BM.GE

“ნელი ტურიზმი”, AI აგენტები - როგორია გლობალური ტრენდი ტურიზმში და რაზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტირი?

“ნელი ტურიზმი”, AI აგენტები - როგორია გლობალური ტრენდი ტურიზმში და რაზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტირი?

BM.GE

10 თვეში საქართველომ რეკორდული $1.6 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - რომელი ქვეყნებიდან

10 თვეში საქართველომ რეკორდული $1.6 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - რომელი ქვეყნებიდან

BM.GE

„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე

„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე

BM.GE