მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

BM.GE5 ივნისი, 2026, 17:02|bm.ge

თიბისი კაპიტალი პირველი ქართული საინვესტიციო ბანკია, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს უზბეკეთის ფასიან ქაღალდებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. ამჯერად საინვესტიციო ბანკმა პარტნიორებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UZNIF) აქციები შესთავაზა, რომელიც ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე წარმატებით დაილისტა. ეს პირველი მასშტაბური საერთაშორისო განთავსებაა უზბეკეთის ისტორიაში.

თიბისი კაპიტალი აქციების პირველადი განთავსების (IPO) პროცესში აქტიურად იყო ჩართული და საერთაშორისო ინვესტორებს საშუალება მისცა, უზბეკეთის წამყვან სახელმწიფო კომპანიებში განეხორციელებინათ ინვესტიცია.

თიბისი კაპიტალი რამდენიმე წელია აქტიურად საქმიანობს უზბეკეთში. საინვესტიციო ბანკი ტაშკენტის საფონდო ბირჟის პირველი საერთაშორისო წევრია, მონაწილეობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში და საერთაშორისო ინვესტორებს აზიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკაში ინვესტირებას სთავაზობს.

„უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის IPO მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა რეგიონის კაპიტალის ბაზრებისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესში საწყისი ეტაპიდანვე ვიყავით ჩართული და ჩვენი წვლილი შევიტანეთ. თიბისი კაპიტალი რამდენიმე წელია მუშაობს უზბეკეთში და უკვე 10-მდე განთავსებაში მივიღეთ მონაწილეობა, 3 ტრანზაქციაში კი ემიტენტის მრჩევლის ფუნქცია შევითავსეთ. თიბისი კაპიტალი ერთადერთი ქართული საინვესტიციო ბანკია, რომელიც ინვესტორებს უზბეკურ კაპიტალის ბაზარზე სრულყოფილ წვდომას სთავაზობს. რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, პოზიციებს რეგიონში”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ანგარებით და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე ბრალდებულებს 17 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათიმედი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
მხარდაჭერით →მონაწილეობას →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE