მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 16:04|bm.ge

თიბისიმ საერთაშორისო კომერციული ბანკებისგან 51 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიზიდა. თანხა ბანკმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიიღო: აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

ფინანსური რესურსი საქართველოში საცალო ვაჭრობის სექტორის განვითარებას მოხმარდება; ადგილობრივ კომპანიებს ვაჭრობის დაფინანსებაზე წვდომას გაუზრდის და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება. კომპანიები შეძლებენ, უფრო მარტივად მართონ ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები და დამატებითი რისკების გარეშე გააფართოონ ბიზნესი.

„ვაჭრობის დაფინანსება ბიზნესის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თიბისის მიზანია, კომპანიებს ამ შესაძლებლობებით სარგებლობა გაუმარტივოს და მათს განვითარებას შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მოზიდული რესურსი აფართოებს ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსების შესაძლებლობებს და გვაძლევს საშუალებას, კერძო სექტორის განსხვავებულ საჭიროებებს უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ. სწორედ ამ მიდგომების დამსახურებაა, რომ 1000-ზე მეტი კომპანია გვენდობა და 47%-იანი წილით ბაზრის ლიდერობას ვინარჩუნებთ”, – თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ თიბისისთან წარმატებულ პარტნიორობას და ხელს ვუწყობთ ვაჭრობის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას საქართველოში. დამატებითი ფინანსური რესურსით შეგვიძლია, დავეხმაროთ ქართულ ბიზნესებს ვაჭრობის განვითარებაში, ზრდასა და საერთაშორისო ბაზრებთან უფრო ეფექტიანად დაკავშირებაში“, – სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი.

„საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ბიზნესებისთვის პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დაფინანსება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად პროდუქტი. IFC მხარს უჭერს თიბისის, რათა ეს რესურსები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საცალო ვაჭრობის სექტორისთვის საქართველოში. გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის მეშვეობით ხელს ვუწყობთ, რომ აუცილებელი პროდუქტები - საკვები, ფარმაცევტული პროდუქცია და სამედიცინო მოწყობილობები - შეუფერხებლად მიეწოდებოდეს იმ ადამიანებსა და ბიზნესებს, რომლებსაც ისინი სჭირდებათ“, – მაკიკო ტოიოდა, IFC-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულების გლობალური მენეჯერი.

აზიის განვითარების ბანკი წამყვანი საერთაშორისო განვითარების ბანკია, რომელიც მხარს უჭერს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB იყენებს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორობებს, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, განავითაროს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას გარემო. ბანკი 1966 წელს დაარსდა და 69 წევრს აერთიანებს, საიდანაც 50 რეგიონის ქვეყანაა.

IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა (GTFP) კორპორაციის წამყვანი ინიციატივაა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში IFC პარტნიორ ბანკებს ნაწილობრივ ან სრულ გარანტიებს სთავაზობს, რომლებიც განვითარებად ბაზრებზე მოქმედი ემიტენტი ბანკების გადახდის რისკებს ფარავს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.ifc.org/trade

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • „როგორ შეიძლება, 41 მილიონი მოიპარონ და კალაძის ხელი არ ერიოს? შეუძლებელია!“ - თამაზ დათუნაშვილიტვ პირველი
  • მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება - მარიამ ქვრივიშვილირუსთავი 2
  • უკრაინამ ესპანეთისგან თავდაცვის ახალი 437 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მიიღოფორმულა
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
მილიონი →

მსგავსი სტატიები

სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის განვითარების კურსი რადიკალურად უნდა შეიცვალოს - მევლუდ მელაძე

სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის განვითარების კურსი რადიკალურად უნდა შეიცვალოს - მევლუდ მელაძე

BM.GE

GWP გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

GWP გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

BM.GE

სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა | შსს

სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 100 დეციბალამდე გაიზარდა | შსს

BM.GE

ბრალდებული აივანზე ტენტების მონტაჟის შეთავაზებით 24 000-მდე ლარს თაღლითურად დაეუფლა | პროკურატურა

ბრალდებული აივანზე ტენტების მონტაჟის შეთავაზებით 24 000-მდე ლარს თაღლითურად დაეუფლა | პროკურატურა

BM.GE